ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

განურჩევლად ყველას სცემდნენ, მე გადამარჩინა ეფრემ ლუკაცკის ინგლისურად საუბარმა, რომ მოდიოდნენ ჩვენს საცემად ეუბნებოდა, რომ “ასოშიეიტიდ პრესის” წარმომადგენელი იყო – რამდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რომ ვერც ერთი მომიტინგე ვერ გასულიყო, პარლამენტის მოპირდაპირედ, სამშენებლო თხრილში იმალებოდა უამრავი ადამიანი – გიორგი აბდალაძე 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე

სიმართლე გითხრათ, იმდენად გაოცებული ვიყავი, რომ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: “იმუშავე, გადაიღე”. მერე ვცდილობდით, გადაგვერჩინა ეს მასალა, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ, 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცემას გადაარჩინა, “ასოშიეიტიდ პრესის” ფოტორეპორტიორის, ეფრემ ლუკაცკის ინგლისურად საუბარმა, რომელიც მათ საცემრად წამოსულ პირებს ეუბნებოდა რომ პრესის წარმომადგენელი იყო. აბდალაძემ გაიხსენა ისიც, რომ რამდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რათა მომიტინგეები ადგილიდან ვერ გასულიყვნენ, ამიტომ, ადამიანების ნაწილი პარლამენტის მოპირდაპირედ, სამშენებლო თხრილში იმალებოდა.

“რომ ავიხედეთ ზემოთ, დავინახეთ პარლამენტის სახურავიდან ადამიანები, ვინც კამერით მუშაობდნენ, იღებდნენ და სავარაუდოდ, ალბათ მიმართულებებს აძლევდნენ, იმიტომ, რომ ჟურნალისტები ვინც იყვნენ, ყველას დასდევდნენ, განურჩევლად ყველას სცემდნენ თითქმის. მე შემიძლია ვთქვა, რომ გადამარჩინა ეფრემ ლუკაცკის ინგლისურად საუბარმა, რომ მოდიოდნენ ჩვენს საცემად ეს ეუბნებოდა ინგლისურად, რომ “ასოშიეიტიდ პრესის” წარმომადგენელი იყო და ჩერდებოდნენ. ჩვენდა ბედად, “ასოშიეიტიდ პრესის” ოფისი იყო ახლოს “მერიოტთან”. რამდენიმე რკალი იყო გაკეთებული, რომ ვერც ერთი მომიტინგე ვერ გასულიყო და მათ შორის, ჟურნალისტებიც. სრულიად შემთხვევით ვიღაცებმა შეძლეს [გასვლა], მახსოვს, რომ უამრავი ადამიანი, ახლა რომ მუზეუმია, პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, იქ დიდი სამშენებლო თხრილი იყო, იქ იმალებოდნენ და გამთენიისას დატოვეს ეს ადგილები.” – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი აბდალაძესთან ერთად, ნათია გედენიძეს და ირაკლი გედენიძეს მათი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით მოუსმენენ, რაც საზოგადოებისთვის “ფოტოგრაფების საქმის” სახელით არის ცნობილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

წამიყვანეს მოდულში, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავის არეში მირტყამდა მუშტებს. ვიღაცამ თქვა, მოდი დავტესტოთ, დენს ეს უძლებსო. გავყავარ ოთახიდან და უცებ უკნიდან მესმის „დაიჩოქე ბიჭო“-...

წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, - განაცხადა „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა, ირაკლი გედენიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.ირაკლი გედენიძე იხსენებს პერიოდს, როდესაც ის მოდულის შენობაში მიიყვანეს.„სახლში, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, აღწერის პროცედურა რომ მიდიოდა, უფრო სწორად ჩხრეკის, რაციით იყო ერთხელ გადაძახილი, რომ ერთი თქვეს გიას მისამართი, მეორე თქვეს ვარკეთილი და მესამე აღარ მახსოვს, კარგად ვერ გავიგე. სამი მისამართი თქვეს და ჰო, ჰო ყველაფერი კარგად არის, წესრიგშიაო. შემიყვანეს მოდულში, ამიყვანეს მე-4 სართულზე, ბოლო სართული იყო და შემიყვანეს ჩვეულებრივ სამუშაო ოთახში. იქ იყო იგივე კითხვები, მე ვისთან მქონდა კავშირი, დანარჩენ ფოტოგრაფებს არავინ ახსენებს.მე არ ვიცი კიდევ ვინ არის დაკავებული. მე ვიცი, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკავებული და ნათია იქ არ მინახავს სახლიდან გასვლის მერე. მოდულშიც ვიღაც ჩემთვის დღესაც უცნობი პიროვნება, თვალის ბუდიდან გადმოსული თვალები ჰქონდა, ის იყო ძალიან აგრესიული, თავის არეში მირტყამდა მუშტებს, რომ „აღიარე და აღიარე“ - არ ვიცი რა უნდა ვაღიარო, მითხარით რაში ვარ ეჭვმიტანილი მეთქი, ერთი და იგივე მეორდებოდა ცემა ტყეპის ფონზე. მოდი დავტესტოთო და მეთქი რა უნდა დატესტონ და ეს მაგას უძლებსო. მეთქი რას უნდა გავუძლო და მერე ვიღაცამ თქვა, ხო, დენს ეს უძლებსო და გამახსენდა 1992 წელი, სამოქალაქო ომი. საქმეს არ ეხება, მაგრამ მოკლედ გავიხსენებ. მაშინ სამი დღის მანძილზე მე ელექტროშოკით მაწამებდნენ ჩამოკიდებულს და კარცერში ვირთხა მყავდა სამი დღის მანძილზე, სანამ მიპოვეს. ისევ ჩემი პროფესიის გულისთვის რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება და სამეგრელოში ყოფნა გადავიღე. აი, ამისთვის დამიჭირეს პირველად. ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ცოტამ იცოდა ეს ისტორია და ეს მათ იცოდნენ, რომ ელექტროშოკი კი არა თითი რომ მომაჭრა, იმას ვერ გავიგებ დღეს.გავყავარ ოთახიდან, ზურგზე მაქვს ხელები დაწყობილი, დერეფანში მივდივარ და ცემა-ტყეპას კიდევ გავუძელი და ვერ გავუძელი ჩემს გამოფენას. კედლებზე, ორივე მხარეს ჩემი გადაღებული ფოტოები იყო. ფაქტობრივად ჩემს გალერეაში გამატარეს და უცებ უკნიდან მესმის: „დაიჩოქე ბიჭო“, დავიჩოქე, „ახლა კეფაზე დაიწყვე ხელები“ და რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს, პაუზა ჰქონდათ 10 წამიანი და „ვსო, დავაი წადი“ ამ სიტყვებით, ძლივს ჩავედი კიბეებზე, სარდაფში“-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება.

„მოკლეს… მას უბრალოდ ცეკვა უნდოდა…“ – ისრაელის საელჩო საქართველოში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ისრაელის საელჩო საქართველოში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.„მათ ჰქონდათ ოცნებები. იმედები. მეგობრები. ოჯახი.მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ხსოვნის დღეს (Yom HaZikaron/იომ ჰაზიქარონ), ჩვენ მათ ისტორიებს გაგიზიარებთ.ედენ იერუშალმი იყო პილატესის ინსტრუქტორი და ბარმენი. 7 ოქტომბერს მას უბრალოდ უნდოდა ცეკვა. ის ნოვას ფესტივალიდან გაიტაცეს, და 11 თვის შემდეგ ორისთან, კარმელთან, ალექსთან, ჰერშთან და ალმოგთან ერთად ღაზას ბნელ გვირაბში სასტიკად მოკლეს.ჩვენ მას არასდროს დავივიწყებთ.კურთხეულ იყოს მისი ხსოვნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იყო ახალი გათხრილი საფლავი. დამაგდეს, დამიწყეს ცემა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით… ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო –...

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება, ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემ ისაუბრა და მისი სასაფლაოზე ცემის ფაქტი გაიხსენა.მისი თქმით, გათხრილ საფლავთან მუხლებზე დააგდეს, დაუწყეს ცემა და იარაღი დაადეს.„იყო ახალი გათხრილი საფლავი. ჯიქიას სასაფლაოზე რომ ბასრავს ისეთ მიწაზე დამაგდეს. ბორკილები მაქვს ისევ დადებული, მუხლებზე ვაგდივარ და ავხედე და უკვე ყველას შავი ნიღაბი უკეთია. დამიწყეს ცემა, რომ ვისთან გაქვს კავშირი და მირტყამდნენ ყველა მხრიდან. თავი მაქვს ჩაღუნული, ვერც ხელებს ვიფარებ და ვიცავ იდაყვებით, რომ სასიცოცხლო ორგანოები დავიცვა. მერე გადავვარდი გვერდზე და დამიწყეს მუხლის ქვევით ფეხით დარტყმა. მერე ვიღაცამ კეფაში ჩამარტყა. ვეკითხებოდი რა გინდათ მითხარით და გეტყვიტთქო. ვინც მეუბნებოდა რომ ყველაფერი უნდა თქვაო ამოიღო იარაღი, გადატენა და ეგრევე დამადო. რას აკეთებ არ გაგივარდეს მეთქი, სად ვმუშაობ ხომ იცი მეთქი და აღარ მუშაობ უკვეო და იარაღიანი ხელი გამარტყა სახეში. კაი კაი წამოდითო იქ მივიყვანოთო და ამწიეს და ჩამდეს მანქანაში და წამიყვანეს მოდულში“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

ირაკლი ჩიქოვანი-„ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნოებას”

ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს - მამულს, ენასა და სარწმუნოებას. თავდაცვის ძალების მიმართ საყოველთაო ნდობა და სიყვარული ჩვენი მეომრებისა და სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული. სამშობლოს დასაცავად ჩვენს უახლეს ისტორიაში არაერთი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი გვაქვს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრმა ჩვენმა ჯარისკაცმა საქართველოს თავისუფლებისთვის თუ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღო."დღეს თავდაცვის ძალები გახლავთ თანამედროვე, ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო ძალა, რაშიც თითოეული თქვენგანს დიდი წვლილი მიუძღვის.განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის 117 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც, 30 წელზე მეტია, ემსახურება სამშობლოს და თავდაცვის ძალების განვითარების ცოცხალ ისტორიას განასახიერებენ.ჩემთვის და ყველა თაობის სამხედროსთვის პატივია თქვენთან ერთად ჩვენი ჯარის მშენებლობა.მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია თავდაცვის მზადყოფნისა და შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების სათანადო დაფასება.ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჯარის მიმართ განსაკუთრებულია", - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

ბოლო სიახლეები