ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა.

პირველი მოადგილე უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარუდგინა.

მინისტრმა ლევან ღირსიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ლევან ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობებს. ასევე, იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ყველა უნდა შეეგუოს, რომ ქართველი ხალხის პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის, თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, დამარცხდება ქართველ ხალხთან ბრძოლაში

ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე – 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი ხალხის პოზიცია არის ქვეყნის შემდგომი განვითარების განმსაზღვრელი და ვინც ამას ვერ შეეგუება, სწორედ ქართველ ხალხთან ბრძოლაში დამარცხდება.„რაც მოხდა, ყველაფერი დევს ხელისგულზე. რეალურად, ვერც ამბობდნენ, როგორ გაყალბდა არჩევნები. ხომ ამტკიცებდნენ, არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ კითხვაზე – როგორ გაყალბდა, პასუხი არ აქვთ. რომ ამოიბეჭდა ღილაკზე თითის მიჭერით კონკრეტული ოქმები, იქ შეიძლებოდა რამე მომხდარიყო? – რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. არჩევნების დღემდე უპრეცედენტოდ მშვიდი და სამართლიანი იყო საარჩევნო გარემო. არჩევნების დღეს, ყველამ აღიარა, რომ ორ მლნ-ზე ბევრად მეტი ამომრჩეველი მივიდა უბნებზე, მათ მისცეს ხმა, ღილაკზე თითის დაჭერით ამოიბეჭდა ოქმები და დადგა ის შედეგი, რომელიც არ ესიამოვნა კონკრეტულ უცხოურ ძალებსა და შიდა რადიკალურ ოპოზიციას. სინამდვილეში, მთელი ამ ყალბი დელეგიტიმაციის კამპანიის მთავარი მიზეზი ხომ ეს იყო, ვიღაცას არ მოეწონა არჩევნების შედეგები, ვიღაცა ვერ შეეგუა ამ შედეგს და ვიღაცამ პატივი არ სცა ქართველი ხალხის ნებას.საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი არის საზოგადოების მხარდაჭერა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა საზოგადოების ძალიან მყარი მხარდაჭერა, უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებზე – 1 120 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დაგვიჭირა მხარი, ამის გამო ჩავარდა ყველა რევოლუციური მცდელობა. ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ როდესაც ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ეს პოზიცია უნდა იყოს განმსაზღვრელი ქვეყნის განვითარებისთვის. თუ ვინმე ამას ვერ ეგუება, რა თქმა უნდა, ის დამარცხდება ქართველ ხალხთან ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული, ის მხარდაჭერაც დაკარგა, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან

დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ; საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ, უცხოელი ბიუროკრატების შეფასებების მიუხედავად, მთავარია, თუ რა ხდება ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება.„ჩვენ მიჩვეული ვართ მოვლენების მსგავსი სახით განვითარებას, არის ხოლმე პოლემიკა, დებატები, სხვადასხვა მოსაზრება, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. ჩვენთვის მთავარია, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ამას ყველაზე კარგად ხედავს ქართული საზოგადოება. სწორედ ქართული საზოგადოების რეაქციაა, პირველ რიგში, მთავარი. დღეს ყველა ხედავთ, თუ როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. საზოგადოების დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად განადგურებული. მთავარი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ გაინადგურა თავი, არის ის, რომ მან დაკარგა ის მხარდაჭერაც კი, რაც ჰქონდა საზოგადოებისგან. ეს არის რეალურად მთავარი შეფასება, რასაც აკეთებს საზოგადოება. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, ბიუროკრატებს, მათ შეიძლება, ჰქონდეთ ან ასეთი, ან ისეთი შეფასება, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის ის, თუ რა რეალობაა შექმნილი ჩვენს ქვეყანაში. რეალობა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემა. ვიღაცებს სურდათ, რომ ამ დემოკრატიული სისტემისთვის შეექმნათ უხეში წინააღმდეგობა, თუმცა სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და ყველა გამოწვევას უპასუხა. იყო გარედან მართული პროცესები, რევოლუციის ოთხი მცდელობა იყო ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი იყო გარედან მართული, თუმცა საზოგადოება დადგა მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ დაიცვა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საუკეთესო ფეხბურთელი, მამა და მეუღლე-28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპ ,,ლივერპულის“ ფეხბურთელ დიოგუ ჟოტას ემშვიდობებიან

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის” ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

კუნძულ კრეტას შემდეგ, ტყის ხანძარს ათენის გარეუბანშიც ებრძვიან

საბერძნეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.ხანძარი დღეს შუადღისას ათენის გარეუბანში, პიკერმში გაჩნდა. ევაკუირებულია 1000-მდე ადამიანი. ხანძრის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.მედიაში ვრცელდება კადრები, რომ კვამლი ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩანს.ამასთან, მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან საბერძნეთის კუნძულ კრეტაზეც. ძლიერი ქარის შედეგად, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ტურისტულ საცხოვრებლებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.1000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 230 მეხანძრე, რვა სპეციალიზებული ქვეითი ჯგუფი და 46 სახანძრო მანქანა მუშაობს, ასევე ჩართულია ათი ვერტმფრენიც.

„ვიცი, რომ ბექა მალე აღარ მეყოლება, ტანჯვით უნდა დაველოდოთ ამ დღეს”- 26 წლის ბიჭის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები ნინო ნადირაშვილი 26 წლის ავადმყოფი შვილის მკურნალობისათვის თანხის შეგროვებას ცდილობს.ბექა გრემელაშვილს 12 წელია, კრუნჩხვითი შფოთვითი აშლილობა, პაროქსიზმული ეპიზოდები, რეზისტენტული დეპრესია, აფექტური და ჰისტრიონული აშლილობა აქვს.დედა ამბობს, რომ შეტევები იმდენად მძიმეა, ავადმყოფი თავს იზიანებს.ექიმების დასკვნით, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადასარჩენად, დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ მკურნალობაა აუცილებელი, რაც 36000 დოლარი ჯდება.ანგარიშის ნომრები:მიმღები Nino NadirashviliGE23BG0000000570764498GE58TB7526445068100005პირადი ნომერი: 20001059036Paypalhttps://paypal.me/NNadirashvili58?country.x=GE...ტელეფონის ნომერი +995 500 10 43 59

ბოლო სიახლეები