ოთხშაბათი, თებერვალი 5, 2025

გამჭვირვალობა აუცილებელია მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ – გია ვოლსკი

გამჭვირვალობა აუცილებელია, მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებულია, უსამართლობაა.

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა – ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ, თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას აჩვენებს. ეს თემა შემოვიტანეთ და ამასთან დაკავშირებით, ასეთი განცხადების გაკეთება ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც, ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ შეიცვალოს ეს ხელისუფლება და ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს,” – აცხადებს გია ვოლსკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუჩის ოპოზიცია, ქუჩაში დარჩა. მოითხოვეს და შეუწყდათ უფლებამოსილება. პარლამენტი კი, მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს – გიორგი ჩაკვეტაძე

„ქართული ოცნების" პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე  პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმიანება. როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, ქუჩის ოპოზიცია, ქუჩაში დარჩა, პარლამენტი კი, მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს. მისივე თქმით, მმართველ გუნდს წინ ბევრი პროექტი აქვს, რაც  სამშობლოსა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება. „ქუჩის ოპოზიცია, ქუჩაში დარჩა.მოითხოვეს და შეუწყდათ უფლებამოსილება. პარლამენტი კი, მუშაობას 49 რადიკალის გარეშე გააგრძელებს.წინ ბევრი პროექტი გვაქვს, რაც ჩვენი სამშობლოსა და საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება!“ - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს ვინც ცდილობს, ყოველთვის მიიღებს სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს

ვინც ცდილობს დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს, ყოველთვის მიიღებს სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს ამაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. „2020 წელს ყალბი ნარატივით, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ იყო ორგანიზებული და მხარდაჭერილი ზოგიერთი მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, გაირკვა, რომ იყო ორგანიზებული და მხარდაჭერილი ზოგიერთი უცხოური ორგანიზაციის მხრიდან, გაირკვა, რომ როგორც ერთი წელი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ისე შემდეგი სამი წელი, მიუხედავად იმისა, რომ შემოვიდნენ, ნახევარზე მეტი სხდომებისა გაცდენა ჰქონდათ, ხან ბოიკოტით და ხან ისე გაცდენა ჰქონდათ. რეალურად არცერთი დღე არ უმუშავიათ პარლამენტში და ვნახეთ, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მისცა შანსი, მათ საკუთარი ამომრჩევლის ნება წარმოედგინათ. ამან გამოიწვია, რომ რადიკალური ოპოზიცია შეეცადა, ეს ექცია პრეცედენტად და 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ზუსტად ვხედავთ არჩევნების გაუქმებისა და ხალხის ნების უარყოფის იმავე მცდელობას. ვხედავთ იგივე მეთოდებს, მათ შორის მანდატებზე უარის თქმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის სახელით ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს რადიკალური ოპოზიცია, მისი შიდა, თუ გარე მფარველების მეშვეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მარკო რუბიომ ღაზის განაშენიანების ტრამპის გეგმას მხარი დაუჭრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმას ღაზის სექტორის განაშენიანების შესახებ. „ღაზა „ჰამასისგან“ თავისუფალი უნდა იყოს. როგორც დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, შეერთებული შტატები მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა და ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს. ჩვენი მიზანია - რეგიონში მყარი მშვიდობა ყველასთვის“, - დაწერა რუბიომ. ცნობისთვის, ტრამპმა დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა მზად არის ღაზის სექტორზე კონტროლი დაამყაროს. მან ღაზას ჯოჯოხეთი უწოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ აპირებს იქ „ახლო აღმოსავლეთის რივიერა“ გააშენოს. ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ პალესტინელების ნაწილი იორდანიაში ან ეგვიპტეში უნდა გადასახლდეს.

იხილეთ სია 49 დეპუტატი რომელთაც საპარლამენტო მანდატი შეუწყდათ

პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა. საკითხზე კენჭისყრა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გაიმართა. ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას სათითაოდ უყარეს კენჭი. კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ სამი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ წევრებს: მარიკა არევაძეს, ლაშა ბაქრაძეს, თინათინ ბოკუჩავას, საბა ბუაძეს, გიორგი ბუტიკაშვილს, გრიგოლ გეგელიას, ანა გოგოლაძეს, სოფიო გოლეთიანს, ანა დოლიძეს, გიორგი ვაშაძეს, თენგიზ თევზაძეს, ქეთევან თურაზაშვილს, გიორგი იმედაშვილს, გიორგი კირთაძეს, ცოტნე კობერიძეს, მაია კოპალეიშვილს, თამარ კორძაიას, ირაკლი კუპრაძეს, თამარ ლალიაშვილს, გიორგი ლემონჯავას, ნანა მალაშხიას, ნიკანორ მელიას, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახაბერ ოქრიაშვილს, დათუნა რაქვიაშვილს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ლევან სამუშიას, ირაკლი ფავლენიშვილს, ანი ქავთარაძეს, ოქტაი ქაზუმოვს, ბორის ყურუას, ფიქრია ჩიხრაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ცუცქირიძეს, გიორგი წერეთელს, ანა წითლიძეს, ივანე ჭყონიას, ლევან ხაბეიშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ეკატერინე ხერხეულიძეს, ირაკლი ხვადაგიანს, ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძეს, გაიოზ ჯაფარიძეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, სოფიო ჯაფარიძეს. შეგახსენებთ, სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) განცხადებები დაწერეს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტს მიმართეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა განცხადება ოფიციალურად არ დაუწერიათ და უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ.

პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა

ბოლო სიახლეები