გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მხარდაჭერა“.
ტექსტში კიდევ ერთხელ დადასტურდა ასამბლეის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ, სამხედრო ტყვეების გაცვლისა და ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლებისკენ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 107-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ. 51-მა თავი შეიკავა, რომელთა შორის არიან: ამერიკის შეერთებულმა შტატი, ჩინეთი და უნგრეთი.

