0 0
Read Time:31 Second

გაერო აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტი დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჟენევაში გავრცელებულ განცხადებაში გაერო-ს ოფისმა განაცხადა, რომ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ნავალნის დაპატიმრების შესახებ.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა, ვოლკერ ტურკმა საჯაროდ მოითხოვა მისი გათავისუფლება გასულ ზაფხულს და თქვა, რომ მისი ხანგრძლივი სასჯელის ვადა მიუთითებს, რომ რუსეთი სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, არსებობს ვარაუდი, რომ სახელმწიფოა ამაზე პასუხისმგებელი“, – აღნიშნულია გაერო-ს განცხადებაში.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები