ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
„აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ OFAC-ს (უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს) უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათთან მიმართებით, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს“, – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.