ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

Read Time:31 Second

გერმანია მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას, ამის შესახებ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხელ ჯანელიძესთან მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გერმანიის ბუნდესტაგში და გერმანია დაინტერესებულია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებით.

“თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლით აღინიშნა. ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Samsung-ი Galaxy S9-ს და S9+ ერთ კვირაში გამოუშვებს
Next post გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, სამგორის ხუთი დასახლების მოსახლეობა პენსიის აღებასა და გადასახადების გადახდას ადგილზე შეძლებს