„ბრძოლის ველზე მოკლეს“ – რა ინფორმაცია ვრცელდება დაღუპული ქართველი მომღერლის შესახებ

Read Time:24 Second

უკრაინაში, თელაველი მსახიობი და მომღერალი დაიღუპა. 45 წლის ზვიად აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს, მისი მეგობრები ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, მსახიობის სიცოცხლე რუსეთ-უკრაინის ომს შეეწირა. მეგობრები წერენ, რომ აბაშიძე რუსეთ-უკრაინის საზღვართან, შეტაკებისას მოკლეს, რა დროსაც ბრძოლის ველიდან დაჭრილები გამოჰყავდა.

„მშვიდობით, ჩემო მეგობარო,ჩვენი ტკბილხმიანი ზვიადი აღარ გვყავს”- წერს ერთ-ერთი მათგანი.

ზვიად აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს, მომღერლები, მსახიობები, კომპოზიტორებიც ეხმაურებიან.

ზვიად აბაშიძე, წლების წინ, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში წამყვან როლებს თამაშობდა. მოგვიანებით, ის თბილისში გადავიდა, შემდეგ კი, საქართველო დატოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხავიერ კოლომინა: ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან
Next post „პოლიტიკო“ – კარგი ამბები თბილისისთვის, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს