ბრიტანული „Financial Times” აქვეყნებს ბრიტანეთის დაზვერვის შეფის (British cyber intelligence unit GCHQ), ჯერემი ფლემინგის სიტყვის ნაწილს, რომელიც მან 11 ოქტომბერს წარმოთქვა ანალიტიკურ ცენტრში. იგი შეეხო რუსეთის აგრესიას უკრაინაში და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეს.
ფლემინგმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრას “high-stakes strategy” (მაღალი ფსონების სტრატეგია), უწოდა, სადაც პუტინის სამხედრო ძალას იარაღი ეწურება და რიგითი რუსები ახლა ხედავენ ამ აგრესიის ნეგატიურ შეფასებას: – “რუსეთის დანახარჯები – ადამიანურიც და აღჭურვილობაც – შემაძრწუნებელია და რუსეთის მოსახლეობამ დაიწყო ამის გაგება”.
”ჩვენ ვიცით – და ადგილზე მყოფმა რუსმა მეთაურებმაც იციან – რომ მათი მარაგი და საბრძოლო მასალები ამოიწურება,” – თქვა ფლემინგმა. „არმიის გასაძლიერებლად პატიმრების გამოყენება და ათიათასობით გამოუცდელი წვევამდელის მობილიზება, ხელმძღვანელობის სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მეტყველებს“, „რუსეთის მოსახლეობა „გაურბის ჯარს და ხვდება აგრესიის ნეგატიურ შედეგებს, იციან, რომ მათი ხელმისაწვდომობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე მკვეთრად შეიზღუდება“.
უკრაინის დიდ ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმების სერიის შემდეგ კი ფლემინგმა განაცხადა – ”რუსეთს, ჯერ კიდევ აქვს ძლიერი სამხედრო მანქანა. მას აქვს მარაგები, თუმცა, ფრონტი ძალიან ფართოდ არის გადაჭიმული უკრაინაში და მარაგიც ამოწურვადია“.
ფლემინგი ასევე შეეხო ჩინეთის მიერ წარმოქმნილ ტექნოლოგიურ საფრთხეს: მას მიაჩნია, რომ რუსეთი, მხოლოდ „ამინდს ცვლის“, ჩინეთი კი – კლიმატზე ახდენს გავლენას“, რადგან პეკინის მზარდი ტექნოლოგიური ოსტატობა ნიშნავს, რომ დასავლეთი დადგა ფაქტის წინაშე, რომელსაც ფლემინგმა “ისტორიაში კარის მომენტი” უწოდა და რომელიც – “განსაზღვრავს ჩვენს მომავალს”: – პეკინი, უკრაინის ომიდან სწავლობს, რომ ცენტრალიზებულ ციფრულ ვალუტას შეუძლია „ჩინეთს ნაწილობრივ აირიდოს საერთაშორისო სანქციები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ“.
ჩინეთის კომუნისტური პარტია, ცდილობდა გამოეყენებინა ისეთი ძირითადი ტექნოლოგიები, როგორიცაა ციფრული ვალუტები და სატელიტური სისტემები, რათა გაამკაცროს ძალაუფლება ჩინეთში და გაავრცელოს თავისი გავლენა საზღვარგარეთ გლობალური ტექნიკური ეკოსისტემის ჩამოყალიბებით. მისი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას, ანუ სახელმწიფოს, შეუძლია აკონტროლოს თავისი მომხმარებლების ტრანზაქციები, როგორც საზღვარგარეთ, ასევე სახლში,- თქვა ფლემინგმა.
ჩინეთმა, ასევე შეიძლება გამოიყენოს თავისი Beidou სატელიტური სანავიგაციო სისტემა, რომელიც პეკინმა შეიმუშავა, როგორც ევროპის Galileo-სა და აშშ-ის GPS სატელიტური სისტემების ალტერნატიული პლატფორმა და „ჩინეთის მოქალაქეები და ბიზნესი“ აიძულა მიეღოთ იგი. ასევე, კონფლიქტის შემთხვევაში, იგი შეიძლება გამოიყენონ სხვა ქვეყნებისთვის კოსმოსში წვდომის აკრძალვის მიზნით.
ჩინეთი ცდილობს შექმნას „კლიენტის ეკონომიკა და მთავრობები“ ჩინური ტექნოლოგიების ექსპორტით მთელს მსოფლიოში, თქვა ფლემინგმა, ხოლო ქვეყნები, რომლებიც იღებენ პეკინის შეთავაზებას, რომელიც ხშირად უფრო ფართო კომერციულ გარიგებებსა და დახმარების პაკეტებშია შეფუთული, რისკის ქვეშ აყენებენ თავის მომავალს.
ილია გვასალია