ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025

ბრიტანეთის საელჩო – ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ჟენევაში გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. გაერთიანებულმა სამეფომ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

საელჩოს ცნობით, „გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/16 რეზოლუციას – „საქართველოსთან თანამშრომლობა“ შესახებ“.

„რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის შედეგად არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ განაცხადა, რომ „რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის“.

„17 წლის განმავლობაში რუსეთი უკანონო სამხედრო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ეთნიკურ ქართველებს ართმევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის. ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, უნდა ჰქონდეს უფლება უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად დაბრუნდეს საკუთარ სახლში“, – განაცხადა სტივენ დაუთიმ.

ცნობისთვის, 2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი

ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მიმართულებით „დიდი პროგრესია“, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.„ვფიქრობ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. იმედია, მძევლები გათავისუფლდებიან – ყველა მძევალი. კარგი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა რუბიომ.ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ საფრანგეთში ვიზიტის გაუქმება უწევს, რათა შეძლოს ახლო აღმოსავლეთში გამგზავრება.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, მძევლები „თითქმის დაუყოვნებლივ“ გათავისუფლდებიან.„ჩვენ გვსურს, რომ ისინი 72 საათის განმავლობაში გათავისუფლდნენ, როგორც ეს შეთანხმების მონახაზშია გათვალისწინებული“, – აღნიშნა რუბიომ.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – ხაზარაძეს თუ რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მილიარდერმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ არჩევნების დღეს გიღალატა, მილიონები დახარჯე და საკრებულოში ჩვენც...

ხაზარაძეს თუ რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მილიარდერმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, –  ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.„მგონი, ახლა ამომრჩეველი დაინახავს მალე, რომ უბრალოდ, სხვა პარტიები აღარ არსებობენ, თუ რამე მათგანი იყო. თუ ხაზარაძეს რამე ესმის, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. წარმოიდგინეთ, მილიარდერმა ადამიანმა ამდენი ფული ჩაასხი, შენმა ტელევიზიამ, რომელსაც მილიონებს უხდიდი, გიღალატა არჩევნების დღეს და შენ წინააღმდეგ პროპაგანდა ჩაგირთო, მილიონები დახარჯე და თბილისის საკრებულოში ჩვენც ორი ადამიანი გყავს და „ლელოსაც“, არადა, ჩვენ რეკლამაში რამდენიმე ათეული ათასი დავხარჯეთ. უბრალოდ, არასერიოზულია მასშტაბი რესურსების და შედეგის. თან, პირიქით უნდა მომხდარიყო, ორი დიდი ოპოზიციური პარტია არ გავიდა არჩევნებზე და ნორმალურ სიტუაციაში ყველას უნდა ჰქონოდა ორჯერ, სამჯერ მაღალი შედეგი. მარტო ჩვენ გავაუმჯობესეთ შედეგები სინამდვილეში და რეალურად, თუ შევხედავთ პრაგმატულად, ჩვენ გავძლიერდით კიდევ ამ არჩევნებში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი – იმედია, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა იყო სინამდვილეში 4 ოქტომბრის გეგმა, რამ არ იმუშავა, რა იყო ის, რაც ღალატთან არის დაკავშირებული...

რამდენიმე ადამიანმა იცოდა მხოლოდ ამ გეგმის შესახებ, მისი დეტალები, – ასე უპასუხა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა იცოდა, როდესაც 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციაზე მივიდა, რა გეგმა არსებობდა და რა გეგმით უნდა მომხდარიყო ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა.„ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და დღესაც ვსაუბრობდით, რომ იმედია, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა იყო სინამდვილეში ეს გეგმა, რამ არ იმუშავა, რა იყო ის, რაც ღალატთან არის დაკავშირებული აქციის ორგანიზატორებისთვის. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უფრო მეტი დეტალი გავიგოთ. რაც შეეხება ჩვენი მისვლის მიზეზს, რა მიზეზითაც მოვიდა საქართველოს ასი ათასი მოქალაქე, ის მიზეზი გვქონდა ჩვენც, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვართ. მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, რაც გამოჩნდა, რადგან ოპოზიციური ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდა ამ ე.წ არჩევნებზე და გამოვიდა ქუჩაში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სიხარულიძის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.აკაკი სიხარულიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში – ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების, ტელერადიოგადაცემათა რედაქციების სექტორს; 1987 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციაშია (ყოფილი კავშირი); იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისი თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „საქმეს“; 1994 წელს გამოსცა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი „უკვდავება“; 1993 წელს ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის დარბაზი; 1997 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიციას; იყო საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი რექტორი.1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.2013 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად."რადიო სივრცე" აკაკი სიხარულიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ერთმანეთში არკვიონ ვინ რა ფული „შეჭამა“, ვინ ვის უღალატა, რატომ უღალატა, ვიღაცა გაიქცა, ვიღაცა ვერ გაიქცა თუ როგორ, მაგრამ ეს ორი იქ შემორჩა იმიტომ,...

„ერთმანეთში არკვიონ ვინ რა ფული „შეჭამა“, ვინ ვის უღალატა, რატომ უღალატა, ვიღაცა გაიქცა, ვიღაცა ვერ გაიქცა თუ როგორ, მაგრამ ეს ორი იქ შემორჩა იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ მთავარი მახასიათებელი რევოლუციონერისა, ტვინი და სამართლებრივი განათლება...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ბოლო სიახლეები