ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ედ დევიმ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მოუწოდა, გააუქმოს აპრილში მეფე ჩარლზის აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი.
აღნიშნულის მიზეზად ედ დევიმ ირანში აშშ-ის საომარი მოქმედებები დაასახელა.
„სერ კირ სტარმერმა უნდა ურჩიოს მეფეს, რომ აშშ-ში აპრილში დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი გაუქმდეს. იმ დროს, როდესაც ტრამპმა დაიწყო უკანონო ომი, რომელიც ანგრევს ახლო აღმოსავლეთს და ზრდის ბრიტანული ოჯახების ენერგიის გადასახადებს, ცხადია, ეს ვიზიტი არ უნდა შედგეს. ჩვენი მეფის სახელმწიფო ვიზიტი პრეზიდენტ ტრამპისთვის კიდევ ერთ უზარმაზარ დიპლომატიურ გადატრიალებად აღიქმება, ამიტომ ის არ უნდა მიეცეს ადამიანს, რომელიც არაერთხელ შეურაცხყოფს და ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ედ დევიმ.

