პუტინი კმაყოფილი იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს.
„ვშიშობ, რომ პუტინი კმაყოფილი იქნება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით. მან ეფექტურად დააშინა ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, რათა უარი ეთქვათ უკრაინის დასაფინანსებლად არსებულ არაჩვეულებრივ გეგმაზე. რეპარაციული სესხი პუტინის გაყინული აქტივებიდან უზარმაზარ თანხებს გაათავისუფლებდა მორალურად და იურიდიულად გამართლებული გზით. ეს უკრაინელებს საშუალებას მისცემდა, რომ საკუთარი თავი კიდევ ბევრი წელი დაეცვათ“, – წერს ჯონსონი.
მისივე თქმით, 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელზეც ევროპულ საბჭო შეთანხმდა, სულ არაფერს ჯობია. ჯონსონი გერმანიის კანცლერსა და ევროკომისიის პრეზიდენტს აქებს მათი ლიდერებოსთვის.
„დიდი სირცხვილია, რომ მათ ხელი შეუშალეს ევროკავშირის წევრმა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, სამწუხაროდ, ზოგიერთმა ქვეყანამ, რომლებშიც გასულ საუკუნეში რუსეთი შეიჭრა“, – აღნიშნავს ჯონსონი.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე უკმაყოფილოა მისი ქვეყნისა და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პასიურობით. ჯონსონის თქმით, დიდ ბრიტანეთს 15 მილიარდი ფუნტის რუსული გაყინული აქტივები აქვს, რომლის გამოყენებაც გვიანი არაა.

