სამშაბათი, მაისი 13, 2025

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას: ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში ბორის ჯონსონი ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

„გაერთიანებული სამეფო აფასებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენი საერთო ღირებულებები და ხედვები წარმოადგენს მტკიცე საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც თქვენ იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. გაერთიანებული სამეფო მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე თქვენს მისწრაფებებს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. ნატოს ალიანსს საფუძვლად უდევს დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა მთავრობამ გააგრძელოს საარჩევნო რეფორმის მიმდინარე პროგრამა, ხოლო გაერთიანებული სამეფო, როგორც საქართველოს მეგობარი, მზად არის, მხარში დაგიდგეთ ამ პროცესში“, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ წერილში ასევე ყურადღებას ამახვილებს COVID-19 პანდემიის შედეგების დაძლევის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

„ჩვენი ქვეყნები იბრძვიან COVID-19 პანდემიის შედეგების დასაძლევად, რომლებიც დღესაც უქმნის საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და კეთილდღეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ წელს, როცა გაერთიანებული სამეფო მასპინძლობს გაეროს კლიმატური ცვლილებების 26-ე კონფერენციას, გაერთიანებული სამეფო და საქართველო ითანამშრომლებენ მტკიცე საფუძვლის შექმნაზე COVID-19-ის დასაძლევად, მათ შორის უფრო სამართლიანი, მწვანე და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე. სამომავლოდ, არსებობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ბევრი შესაძლებლობა. 2019 წლის ოქტომბერში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია ჩვენი სამომავლო ურთიერთობების გეგმა და რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ზრდას. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა მოუთმენლად ელის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობის გაგრძელებას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“, – ნათქვამია ბორის ჯონსონის ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საბა ბაღდავაძე მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (-81კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ტურნირის ფინალში ბაღდავაძემ ბრაზილიელი მეტოქე დაამარცხა.დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი გიორგი ქალდანმაც (-70კგ) მოიპოვა. მან ფინალში იაპონელ მოწინააღმდეგეს სძლია.შედეგად, პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ასტანაში მსოფლიო ჩემპიონატი 15 მაისს დასრულდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)საბა ბაღდავაძე (-81 კგ)მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)რამინი ყიფშიძე (-95 კგ)გიორგი ბერიძე (-95 კგ)J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)გიორგი ქალდანი (-70 კგ)ბაჩუკი შელია (-81 კგ)ზვიად გოგოჭური (-95 კგ)ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)

მიშა იმსახურებს იმას, რომ მისი ბანერი პროევროპულ აქციებზე იყოს – სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების,...

ის პროტესტი, რომელიც მიმდინარეობს, კარგია, მაგრამ - არასაკმარისი. ნამდვილად მგონია, რომ მიშა იმსახურებს იმას, რომ მიშას ბანერი პროევროპულ აქციებზე იყოს. მეორე ამბავი ის არის, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უნდა იყვნენ მთავარი გარანტი ევროპული ღირებულებების დაცვის და გამოხატვის თავისუფლების, ჩვეულებრივ ცენზორებად იქცნენ ამ პროცესში. მგონია, ამ სექტორშიც ბევრი პრობლემაა, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე.მისივე თქმით, ყველამ, ვინც ამბობს, რომ საერთო ბრძოლაშია, პერსონალური ზიზღი "თავისთვის უნდა შეინახოს"."რეალურად, აღმოჩნდა, რომ არაფერი ამ ერთობაში ღირებული არ იყო, რადგან პირველივე შესაძლებლობაზე დანას ჩაგარტყამენ ზურგში.მაინტერესებს, ვინ იყვნენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ვინც სტრატეგიას გეგმავდნენ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების. ისინი იძლეოდნენ ინსტრუქციას, რომ ომზე არ უნდა ილაპარაკო...სალომეს რა შეცვლიდა, რაც იყო 2018-ში, ის იყო მერეც. უბრალოდ, კონკრეტულ სიტუაციებში კონკრეტული სწორი პოზიციები ჰქონდა, შესაბამისად, ამიტომაც ვმონაწილეობდით და ვითმენდით გახარიასგანაც მაგ დამოკიდებულებას. ნამდვილად მგონია პრობლემა, რომ "ნაცმოძრაობა" არ არის მკაფიო მათ შორის, დამოკიდებულებებში, რამაც რეალურად დაგვაკარგვინა ამომრჩეველი. არის რაღაცები, რაშიც თვითონ სააკაშვილი უნდა იყოს მკაფიო და თვითონ უნდა ისაუბროს.ბიძინა ივანიშვილი რომ დარჩა ხელისუფლებაში, ჩემთვის სულერთი იყო, ვის რა შედეგი ექნებოდა იმ არჩევნებზე. ვიღაცები ზეიმობდნენ, "ახლები" დარბოდნენ, ნაცებს გავასწარითო და ეგ ეგონათ."მთავარი" მაშინ არ დაკეტილა, როდესაც ბიძინა დასანქცირებული არ იყო. ძალიან ძლიერად იყო და 5 დღეში გაიხსნა. მარტო გვარამიამ გახსნა? არ გაუხსნია მარტო გვარამიას. ის მთავარ იდეოლოგად ითვლებოდა და "მთავარის" დახურვაზეც პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მისია. მაშინ მოხერხდა, რომ 5 დღეში აღდგენილიყო.ბევრი გაქოცდა. ეგრე გვარამიაც ნაცი იყო, მაგრამ აღარ არის. რა ვიცი, ახერხებს ბიძინა, რომ ვიღაცები იყიდოს.ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ვიძახდით და დღემდე გვქონდა პოზიცია, რომ ერთადერთ შემთხვევაში რომ შეიძლება ვიფიქროთ ადგილობრივ არჩევნებზე, თუ მაგალითად, მთელი ოპოზიცია, ყველა შეთანხმდებოდა იმაზე, რომ ერთი კანდიდატი და მოდი, თბილისისთვის ვიბრძოლოთ ყველამ ერთად, მაგრამ ვერ შეთანხმდებიან მაგაზე იმიტომ, რომ გახარია თავისკენ იქაჩება, "ლელო" თავისკენ იქაჩება, "ახლებიც" თავისკენ იქაჩებიან და ა.შ.როცა ვამბობ, რომ მკაფიოობა უნდა იყოს ამ ყველაფერში და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა დაიწყოს მკაფიოდ ლაპარაკი - მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რა ვიცი, სალომე ზურაბიშვილის იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს. მათ შორის, მკაფიოობა უნდა იყოს გვარამიასთან მიმართებაში და უნდა დაერქვას რაღაცებს სახელი. თუ გვინდა, ეს ვაკხანალია მორჩეს და რომ ვერ გაარჩევ, ვინ ვინ არის, აზელილი რომ არის ოპოზიციური ველი და სამოქალაქო სექტორი და პროფესორები რომ ჰგონიათ ყველაფერში თავი, სხვანაირად ეს ვერ მორჩება თუ ვინმემ არ დაიწყო. თან არაფერი გამოვიდა აქედან. რის გამოც ვითმინეთ, ერთობის გამო, ეგ არ გამოვიდა. რა პროცესი მიდის - ხომ ითქვა, რომ ეს ოთხი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს , ამ დროს, გახარიამ უკვე თქვა, რომ ვიღებ მონაწილეობას, ლელო - ეთერში ერთს იძახიან და აქტივთან რომ ჩადიან - სხვას. მე ზეპირად ვიცი, მაგალითად, სამეგრელოში ვინ ეყოლებათ სიაში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. შტერები ხომ არ ვართ. ემზადებიან არჩევნებისთვის. საბოლოოდ შეიძლება ისე მოხდეს, "ახლებმაც" მიიღონ მონაწილეობა და დაგვტოვებენ მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" ამაში. ეს იქნება რეალობა. ოთხიდან ორი ამ ყველაფრისთვის ემზადება. მაჟორიტარებს აკომპლექტებენ და სიებს წერენ. მე ველი, რომ მარტო დავრჩებით. არჩევნებში შანსი არ აქვს ოპოზიციას. ყველაფერს გააკეთებს ბიძინა, რომ მოგებულ უბანს წაართმევს, ჯერ ერთი ვერც მოიგებენ. წარმოდგენა არ აქვთ, ბიძინა სად უყალბებს არჩევნებს.2020-ში ერთი შეცდომა დავუშვით მთელმა ოპოზიციამ: ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ადამიანებს ეგონათ, რომ 2024 არასდროს მოვიდოდა. სამი წელი გაატარა ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნაში და მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო წელია. სამი წელი გავატარეთ სისულელეში.ვაშაძემ უბრალოდ დააანონსა, ალყა შემოვარტყათ პარლამენტსო და რომ გამოვარდნენ და პოსტები უძღვნეს, კინაღამ ვაშაძე დააჭერინეს. სამოქალაქო სექტორს წარმოადგენენ ეგ ადამიანები და სტრატეგიულ კომუნიკაციებს პარტიებთან ესენი ხელმძღვანელობდნენ ახლა საარჩევნოდ ერთხელ საკუთარ პასუხისმგებლობაზე მაინც ილაპარაკეთ, სანამ 13 წლის წინანდელ ნაცების პასუხისმგებლობაზე ილაპარაკებთ, როცა ყველა ციხეში ჩაჯდა საერთოდ. ვაშაძეზე დაწერეს, რომ დასაჭერიაო, უბრალოდ რომ თქვა, ალყა შემოვარტყათ პარლამენტსო. პოლიტიკოსებზე მეტი პასუხისმგებლობა სამოქალაქო სექტორის არის ნამდვილად.ნაცებმა ყველას დაძახებულ აქციაზე უნდა ვიაროთ, უბედურებები ჩვენ უნდა ავიტანოთ, მაგრამ ჩვენ, ნაცებს, იმის უფლება არ გვაქვს, რომ ჩემმა მხარდამჭერმა მიშას ბანერი გაშალოს. აქ თანასწორობა სად არის? სად მოსულა ასე, რომ მე უნდა შევაკვდე რაღაცას და შენ ფეხებზე უნდა გეკიდო ამ ყველაფერში", - აცხადებს წითლიძე.

კაია კალასი – დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა

დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კაია კალასის თქმით, სიძლიერე აკავებს აგრესორს.„დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ. მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას. საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა. უკრაინამ ეს 2014 წელს ისწავლა ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის სამწლიანი სრულმასშტაბიანი ინტერვენციით. ჩვენს ხელთაა პასუხი კითხვაზე, როგორ შევაჩეროთ რუსეთის მიერ დემოკრატიების წინააღმდეგ აგრესიის ისტორიული ციკლი. სიძლიერე არის პასუხი. სიძლიერე აკავებს აგრესორს, სისუსტე ეპატიჟება მათ. უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ნიშნავს ძლიერ უკრაინას. კიევს არ შეუძლია, მიიღოს ბუდაპეშტის მორიგი მემორანდუმი – მხოლოდ სიტყვები არასდროს არის საკმარისი უსაფრთხოების გარანტიებისთვის, სწორედ ამიტომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესი მხარდამჭერები და სწორედ ამიტომ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა იყოს უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა კალასმა.კაია კალასის თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე.როგორც კალასმა აღნიშნა, რუსეთი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, რაც იმის დასტურია, რომ სანქციები მუშაობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი ამას არ ითხოვდა.კაია კალასმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მედიის როლზე დემოკრატიულ ქვეყნებში და ევროკავშირის მხრიდან თავისუფალი მედიის მხარდაჭერაზე.„ღრმად შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ახლა ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უცხოური ინტერესების გამტარებლებს უწოდებს. ამის შედეგად სამოქალაქო სივრცე მცირდება და შესაბამისად, მცირდება შესაძლებლობები დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა კალასმა.სიტყვით გამოსვლის დასასრულს კაია კალასმა აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის საჭირო ბრძოლა.„დემოკრატია არასდროს არის მოცემულობა, ის ყოველთვის არის არჩევანი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის ყოველ დღე. ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიური მოქალაქეები ჩვენს დემოკრატიებში“, – განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასი – რუსეთი ცდილობს, დრო იყიდოს, ისინი მშვიდობით დაინტერესებული არ არიან

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,  კაია კალასის განცხადებით, არ ფიქრობს, რუსეთი ნამდვილად დაინტერესებულია უკრაინაში მშვიდობის დამყარებით. ამის შესახებ კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტის დროს მედიასთან საუბრისას აღნიშნა.მისივე თქმით, რუსეთი თამაშობს და დროის მოგებას ცდილობს.„არ ვფიქრობ, რომ ისინი დაინტერესებული არიან მშვიდობით. ისინი კვლავ ბომბავენ უკრაინას. ისინი მშვიდობით დაინტერესებულები რომ იყვნენ, ამის შეჩერებას ახლავე შეძლებდნენ. რუსეთი აშკარად თამაშს თამაშობს და ცდილობს, დრო იყიდოს“, – აღნიშნა კაია კალასმა.გასული კვირის ბოლოს ვლადიმირ პუტინი თურქეთში 15 მაისს რუსეთ-უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის სტამბოლში პუტინს პირადად შეხვდეს.

იორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ასტანაში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში ქალდანმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასევე იასპარეზებს საბა ბაღდავაძე. ტურნირი დღეს, 13 მაისს დაიწყო და 15 მაისს დასრულდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)საბა ბაღდავაძე (-81 კგ)მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)რამინი ყიფშიძე (-95 კგ)გიორგი ბერიძე (-95 კგ)J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)გიორგი ქალდანი (-70 კგ)ბაჩუკი შელია (-81 კგ)ზვიად გოგოჭური (-95 კგ)ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)

ბოლო სიახლეები