ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

“ბოლო 150 წელთან შედარებით, ტემპერატურის მატების სიჩქარე 10-ჯერ გაიზრდება” – გეოლოგი, სტიქიური მოვლენების მატების მიზეზებს განმარტავს

მსოფლიოში სტიქიური მოვლენების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და ეს უცხო არავისთვის აღარ არის. საქართველოსაც არაერთხელ გადაუტანია ისეთი კატასტროფები, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და ქვეყანას განუზომელი რაოდენობის ზიანი მოუტანა.

დარგის ექსპერტები ბუნებრივი მოვლენების მატებას ვარაუდობენ. ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კი, კლიმატის ცვლილება სახელდება.

გეოლოგი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ექსპერტი, არჩილ მაღალაშვილი “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს განმარტავს, რომ “კლიმატის ცვლილებას, ანუ დათბობასა და სტიქიური მოვლენების მატებას შორის, პირდაპირი კავშირი არსებობს”.

თუმცა, როგორც ექსპერტი განმარტავს, გარდა კლიმატის ცვლილებისა, ბუნებრივი კატასტროფების მატებაზე გავლენას ადამიანების საქმიანობაც ახდენს – ახალი მშენებლობებით, ინფრასტრუქტურული პროექტებითა და ა.შ.

რით არის განპირობებული კლიმატის ცვლილება – ტემპერატურა სტაბილურია მაშინ, როდესაც დედამიწიდან იმდენივე სითბო გადის, რამდენიც დღის განმავლობაში, მზის ენერგიისგან შემოდის. თუმცა ამ დროისთვის, ეს პროცესი დარღვეულია.

როგორც გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი განმარტავს, ბოლო პერიოდში, დედამიწიდან ნაკლები ენერგია გადის, რაც გარკვეულწილად, ადამიანის საქმიანობით არის განპირობებული.

“ჩვენ ვქმნით და ხელს ვუწყობთ ატმოსფეროში ე.წ. სათბურის გაზების მომატებას – სათბური გაზები ის გაზებია, რომელიც ხელს უშლიან დედამიწიდან სითბოს გასვლას და მას უკან აბრუნებენ, აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მიმდინარეობს დათბობა.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, დედამიწაზე დათბობა აჩქარებულად მიმდინარეობს. არსებობს მთელი რიგი პროგნოზები, რომ სულ რაღაც 10-15 წელიწადში, ბოლო 150 წელთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ გაიზრდება ტემპერატურის მატების სიჩქარე,” – ამბობს ექსპერტი არჩილ მაღალაშვილი.

გახშირებული ბუნებრივი მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება კატასტროფებისთვის მოემზადოს, რაც მათ სტიქიისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაში დაეხმარება.

“სტრატეგია ერთნაირია, როგორც გლობალურ, ის ლოკალურ შემთხვევაში და ის მოითხოვს თანმიმდევრულ და კომპლექსურ მიდგომას – პირველი, ეს არის საფრთხეების იდენტიფიკაცია, ანუ სად და რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გველოდოს.

შემდეგ, შეტყობინებების სისტემების და მექანიზმების დანერგვა, რეაგირების გეგმების შემუშავება – ეს არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია სტიქიის მართვის პროცესში.

გარდა ამისა, მოსახლეობაც უნდა იყოს მზად და ამის გადასარევი მაგალითი არის იაპონია, სადაც ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიან როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის ან განგაშის შემთხვევაში,” – განაცხადა გეოლოგმა.

რთული რელიეფიდან გამომდინარე, საქართველოს სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა სახის სტიქიური მოვლენები ახასიათებს, როგორც არჩილ მაღალაშვილი განმარტავს, მთიანი რეგიონები უფრო მოწყვლადია გარკვეული ტიპის მოვლენებისთვის, ეს არის მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და მსგავსი მოვლენები. დაბლობში უფრო წყალდიდობებს და მეტეოროლოგიური ტიპის მოვლენებს უნდა მოველოდეთ, მათ შორის, გახშირდა ქარბორბალას შემთხვევები, ასე რომ სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა რელიეფის პირობებში, სხვადასხვა ტიპის მოვლენები არის მოსალოდნელი, ეს გარკვეულწილად შესწავლილია და რა თქმა უნდა, ეს ცოდნაც უნდა იყოს გამოყენებული.

“ნუ ვიფიქრებთ, რომ კატასტროფები მარტო თავსხმა წვიმებს უკავშირდება, კატასტროფა არის გვალვა და მსგავსი ტიპის მოვლენები, რომლისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ დამატებით უნდა შევქმნათ და სწორად ვმართოთ წყლის რესურსები, უნდა გვქონდეს შესაბამისი ტექნიკა, კარგად უნდა გავერკვიოთ სად, რა ტიპის კატასტროფებს მოველით და ა.შ. ეს ყველაფერი მოითხოვს შესაბამის რესურსებს, კადრების გაზრდას – შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენას და ა.შ. დღეს ეს პრობლემა არაა მარტო საქართველოსთვის, ეს მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურია.

კარგია, რომ მედია დაინტერესდა ამ საკითხებით იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს თემები შუქდებოდა- ხოლმე კატასტროფების დროს, როცა ურემი გადაბრუნდება მერე ვიცით ხოლმე ამ თემებზე საუბრები, რომელიც ხანდახან, სამწუხაროდ, ასევე საუბრებად რჩება. კი სახელმწიფო უწყებები მუშაობს, მათ თავისი გეგმები აქვთ და ამ გეგმებს ახორციელებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა დავძინო, რომ ვინაიდან კლიმატი აჩქარებულად იცვლება, ჩვენი მხრიდანაც ეს პროცესები ასაჩქარებელია – ყველა დონეზე, მოსახლეობასთან მუშაობით დაწყებული, დამთავრებული ტექნოლოგიებით, კადრების მომზადებით და ა.შ.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველა რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოვიყენოთ იქ, სადაც არ შეიძლება. მე იმ ინჟინრებს და მეცნიერებს ვეკუთვნი, რომლებიც მომხრეა საქართველოში ჰესების მშენებლობის, ოღონდ მხოლოდ იქ, სადაც ეს მიზანშეწონილია და მხოლოდ ისეთის, რომელიც იქნება საჭირო, უსაფრთხო და შესაბამისი კვლევებით გამყარებული”, – განაცხადა ექსპერტმა, არჩილ მაღალაშვილმა “რუსთავი 2-თან” საუბარში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირმა უნდა შეასრულოს ერთი მარტივი მისია, მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებაში

არის ერთი მარტივი მისია, რომელიც ევროკავშირმა უნდა შეასრულოს, მათ მხარი უნდა დაუჭირონ დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.„უნგრელებს კვლავ ძალიან მტკიცედ სჯერათ, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა ჩვენი ძალისხმევა და შესაძლებლობა მშვიდობის დასამყარებლად, რაც შეიძლება მალე. პირველ რიგში, ძალიან ქრისტიანული მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვკარგავთ ათასობით სიცოცხლეს ყოველდღიურად, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. მეორე, ეკონომიკურადაც, რადგან ომი ძალიან, ძალიან ძვირია“, – განაცხადა ორბანმა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის გამო ფასები ყველაფერზეა გაზრდილი და უნგრეთმა დაკარგა ექსპორტის შესაძლებლობა რუსეთში.„ახლა, საბედნიეროდ, გვყავს ლიდერი, ვგულისხმობ, პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ წამოიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. რაც გვჭირდება არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ მას“, – აღნიშნა ორბანმა.ორბანმა ასევე ისაუბრა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე და განაცხადა, რომ ამ ფაქტით მხოლოდ მოხარულია.„მე არ ვესწრებოდი სატელეფონო საუბარს. მე მხოლოდ მიხარია, როდესაც ლიდერები სხდებიან მაგიდასთან, რათა ისაუბრონ მშვიდობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი არ წყვეტს ომზე საუბარს“, – განაცხადა ორბანმა.

რა ერქვათ უძველეს ადამიანებს

როდის გამოჩნდა პირველი სახელი ისტორიაში? ადამიანებმა ერთმანეთის სახელის დარქმევა ასობით ათასი წლის წინ დაიწყეს, მაგრამ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, როგორ ჟღერდა ეს უძველესი სახელები, რადგან მაშინ არ არსებობდა დამწერლობა. პირადი სახელების პირველი ჩანაწერები მხოლოდ დაახლოებით 5 500 წლის წინ გაჩნდა, როდესაც შუმერებმა მესოპოტამიაში ლურსმული დამწერლობა გამოიგონეს. მათ ერთ-ერთი თიხის ფირფიტაზე, რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 100 წლით, დაფიქსირდა ისტორიაში პირველი სახელი.ადამიანის პირველი სახელი მეცნიერებმა აღმოაჩინეს უძველეს თიხის პატარა ტაბლეტზე, რომლის ზომებია სულ რაღაც 8 სანტიმეტრი. მასში აღირიცხება ტიპური საქმიანი გარიგება: ქერის მიყიდვა ლუდსახარშში. ცენტრში არის ქერის ღერო, გვერდით არის შენობა, სავარაუდოდ თავად ლუდსახარში, მარცხნივ კი ჭურჭელი იგივე ქერით, საიდანაც მოგვიანებით ლუდს ამზადებდნენ. ფირფიტაზე ასევე მითითებულია გადატანილი პროდუქტის რაოდენობა და ვადა – 37 თვე, რომელიც დაშიფრულია სპეციალური სიმბოლოების გამოყენებით. მაგრამ ეს არ არის მთავარი.ტაბლეტის ზედა მარცხენა კუთხეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ლურსმული ნიშნები, რომლებიც აღნიშნავს სახელს კუ-შიმ. როგორც ჩანს, ეს ის კაცი იყო, რომელმაც ქერი ლუდსახარშს მიაწოდა. უფრო მეტიც, ეს სახელი გვხვდება 18 სხვა მსგავს ტაბლეტზე, ყველა მათგანი დაკავშირებულია მარცვლეულის შენახვასთან, მოყვანასთან და რეალიზაციასთან. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ვერსია: კუშიმი შეიძლება ყოფილიყო არა სახელი, არამედ თანამდებობა, მაგალითად, ბუღალტერი ან თანამდებობის პირი, რომელიც მარცვლეულის ჩანაწერებს აწარმოებდა. სამწუხაროდ, ამის დარწმუნებით დადგენა შეუძლებელია - ლურსმული ნიშნები არ იძლევა საკმარის კონტექსტს. მაგრამ თუ კუშიმი მართლაც სახელი იყო, მაშინ ჩვენ გვაქვს პირველი ჩაწერილი სახელი კაცობრიობის ისტორიაში.რა ერქვა უძველეს ხალხსსახელი კუშიმი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მაგრამ მეცნიერებს კიდევ სამი პრეტენდენტი ჰყავთ ყველაზე უძველესის ტიტულისთვის. დაახლოებით იმავე პერიოდით დათარიღებული ტაბლეტი შუმერულ ქალაქ შურუპაკში აღმოაჩინეს. მასში მოხსენიებულია ორი მონა, ენ-პაპ X და სუკკალგირი, რომელთა პატრონი იყო კაცი თანაბრად უჩვეულო სახელით გალ-სალი. აქ უკვე აღარ არის ეჭვი: ეს სახელებია და არა თანამდებობები ან წოდებები.საინტერესოა, რომ ისტორიაში ყველაზე ადრეული ცნობილი სახელები არ ეკუთვნის მმართველებს ან გმირებს, არამედ უბრალო ადამიანებს: მონებს, მათ მფლობელს და შესაძლოა ბუღალტერს. საინტერესოა ისიც, რომ  უზბეკეთში ჯერ კიდევ გვხვდება გვარი კუშიმი, რაც მოულოდნელ კავშირს ქმნის თანამედროვეობასა და ძველ სამყაროს შორის.

ირაკლი კობახიძე – კანონები არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის რევოლუციის საწინააღმდეგო კანონები

კანონები არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის რევოლუციის საპირისპირო, საწინააღმდეგო კანონები, მათ შორის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ სანქციებს, სხვა ცვლილებებს, რომლებიც შედის სისხლის სამართლის, თუ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას უნდა, მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს ის, რაც დააორგანიზეს ხუთი დღის მანძილზე 28 ნოემბრიდან.ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ძალადობრივი რევოლუციის მოწყობის მცდელობა.„უმძიმესი ვითარება იყო 28 ნოემბრიდან ხუთი დღის განმავლობაში, ვიდრე არ შევიდა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები პარტიულ ოფისებში, ვიდრე არ ამოიღეს შესაბამისი მასალები და ვიდრე არ მიიღეს ზოგადად შესაბამისი ზომები, მანამდე გრძელდებოდა ეს ნამდვილი ომის იმიტაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეკრემ იმამოღლუს დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს, თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, განსაკუთრებით არჩეული თანამდებობის პირების უფლებები

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფაქტი ღრმა შეშფოთებას იწვევს.მისივე თქმით, თურქეთმა უნდა დაიცვას არჩეული თანამდებობის პირების უფლებები.„როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, განსაკუთრებით არჩეული თანამდებობის პირების უფლებები. გვსურს, თურქეთი დარჩეს ევროპისადმი ერთგული, მაგრამ ეს მოითხოვს დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკისადმი მკაფიო ერთგულებას,და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს“, – განაცხადა ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. იმამოღლუს გარდა, დაკავებულია მისი პრესმდივანი და მერიის 100-მდე თანამშრომელი.

ირაკლი კობახიძე – რიგგარეშე არჩევნებს როცა ითხოვ, ზუსტად იცი, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიების მოყვანა გინდა, აქციებზე დგანან მხოლოდ ის ადამიანები,...

არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სინამდვილეში, აქციები უწყვეტად 26 ოქტომბრიდან დაიწყო.„თვითონ არ უყვართ ხოლმე ამის გახსენება, უყვართ ხოლმე 28 ნოემბრიდან ათვლის დაწყება, თუმცა სინამდვილეში, აქციები დაიწყო უწყვეტად 26 ოქტომბრიდან. 5 დღე იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, ეს იყო 28 ნოემბრიდან. დღესაც 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი. რეალურად მასშტაბური ძალადობრივი აქციები 28 ნოემბერს დაიწყო და გაგრძელდა 5 დღე. დანარჩენი, საშუალოდ იკრიბება 300-350-400 კაცი, ეს არის რეალური მოცემულობა. რეალურად, ეს არის დაფინანსებული აქტივი და იხდიან ბიუჯეტში თანხებს, 5 ათასი ლარი კაცზე, საკუთარი ნებით ავსებენ ბიუჯეტს. მართლა საოცარი მოვლენაა. მეორე მხრივ, ირონია რომ გვერდზე გადავდოთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული თანხებიც არის ჩართული ამ პროცესებში, თუმცა შედეგს ვერ აღწევენ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის კულტურული ქვეყანა. არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. არ შეიძლება. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას არ დაადგება არც ერთ შემთხვევაში და როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას. როგორ შეიძლება, გქონდეს მაგის მოლოდინი, რომ ვინმე შეიძლება გაჰყვეს ამ ადამიანებს“, – განაცხადა პრემიერმა.ირაკლი კობახიძის შეფასებით, ფარსია განცხადებები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან, ვინაიდან ისინი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.„ჩვენ რომ მიგვეღო ამ არჩევნებში არა 1 120 000 ხმა, არამედ რამდენიც მიიღეს მათ – დაახლოებით 750 000 ხმა, ამ შემთხვევაში ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში? მოდიოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუ ემიჯნებიან, რატომ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს. თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ხომ იმიტომ უნდათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს. არის ოპოზიციურად განწყობილი ის 300 კაცი, ვინც გამოდის, უნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს არჩევნები და ჩვენ ავიღოთ არა 54%, არამედ მაგალითად 40% შემდეგ არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ხელისუფლებაში მოდიან სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია. რიგგარეშე არჩევნებს თუ ითხოვენ, როგორ ემიჯნებიან ამათ? ორ თვეში რა ახალი პარტიები უნდა გამოჩნდეს. შენ ხომ ზუსტად იცი, როცა ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, რომ ხელისუფლებაში გინდა მოიყვანო სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები. რამხელა ფარსია, ხომ ხედავთ? სინამდვილეში იმ აქციებზე დგანან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევდნენ ამ 4 პარტიიდან ერთ-ერთს და დღეს არიან იმედგაცრუებული იმის გამო, რომ წააგეს არჩევნები. ეს არის რეალობა. 26 ოქტომბერს რატომ ვიხსენებ და რატომ იხსენებენ ისინი მხოლოდ 28 ნოემბერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ამ აქციების რეალური მიზეზი იყო არა რაიმე განცხადება. დღეს რაიმე მოთხოვნა აქვთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? ხომ ვითომ ევროინტეგრაციის გამო გამოვიდნენ ქუჩაში? ორი მოთხოვნა აქვთ სულ – ერთი არის პატიმრების გათავისუფლება და მეორე – რიგგარეშე არჩევნები. სად არის ევროკავშირი? 78-ე მუხლი ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ თავის დროზე, ეს იყო 2017 წელი. რაც შეეხება ჩვენს 28 ნოემბრის განცხადებას, ამ განცხადებამ გამოიღო ძალიან სერიოზული შედეგი – შეწყდა შანტაჟი ამ თემით, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების გახსნა. ჩვენი ქვეყანა მუდმივ შანტაჟს ნამდვილად ვერ გაუძლებდა. ჩვენ ამოვედით სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. სამ თვეში ერთხელ იკრიბება ევროპული საბჭო და ნახეთ, რა იყო დაგეგმილი. შარშან დეკემბერში უნდა შეკრებილიყვნენ და ეთქვათ, არ გიხსნი მოლაპრაკებებს, შემდეგ მარტში – არ გიხსნი მოლაპარაკებებს, მერე ივნისში, სექტემბერში, დეკემბერში და ასე უნდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ 2028 წლის ჩათვლით, არ ვიცი, 2029-ში რა მოხდებოდა. ამას უბრალოდ ვერ გაუძლებდა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ არავისთვის მიგვეცა ქვეყნის მუდმივად შანტაჟის ქვეშ დატოვების საშუალება და ამ შედეგს მივაღწიეთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები