ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025

„ბლუმბერგი“ – უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა

უნგრეთი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე დათანხმდა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირი უნგრეთთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაგრძლებლად დათმობაზე წავიდა. გამოცემა წერს, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა სანქციების გახანგრძლივებას მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნით სანქციების სიიდან სამი პირი ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, ვისზეა საუბარი.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, 14 მარტამდე გაგრძელდება ე.წ. წერილობითი პროცედურა, რომელიც საშუალებას იძლევა, ექვსი თვით გაგრძელდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ბლუმბერგი“ წერს, რომ სანქციების გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთების ბოლო ვადა 14 მარტია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

15 წლის თამარს საზოგადოების თანადგომა სჭირდება

დახმარების თხოვნა! გთხოვთ, გააზიარეთ ეს პოსტი, თუნდაც ვერ ახერხებთ დახმარებას – ესეც დიდი მხარდაჭერაა! მე ვარ მარტოხელა დედა და ჩემი 15 წლის შვილი, თამუნა, მძიმე მდგომარეობაშია. ის ვერ დადის, ვერ საუბრობს, აქვს ეპილეფსია და თავში კისტა. სასწრაფოდ სჭირდება თავის ტვინის დეტალური გადაღება და ხანგრძლივი მკურნალობა.ჩვენ ქირით ვცხოვრობთ, არ გვაქვს არანაირი შემოსავალი და ახლა მხოლოდ საზოგადოების თანადგომის იმედი მაქვს. გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი შვილის გადასარჩენად – თითოეულ ლარს დიდი მნიშვნელობა აქვს!დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკი – #GE39BG0000000589168699თიბისი ბანკი – #GE81TB772294506810004833001026789 გაბუნია ქრისტინე თუკი არ შეგიძლიათ თანხით დახმარება, ძალიან გთხოვთ მაინც გააზიაროთ ეს პოსტი – იქნებ ვიპოვოთ კეთილი ადამიანები, ვისაც შეუძლია პატარა თამუნას იმედის მიცემა...

ვილი სანიოლი თურქეთთან მატჩის წინ – ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის ნაკრებთან მოახლოებული მატჩის შესახებ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ჩვენს ჯგუფში არის გამოკვეთილი ლიდერი, ესპანეთის ნაკრები, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში უძლიერესი გუნდია. რაც შეეხება ამ გუნდთან მატჩს, მათთან პირველი შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ კარგად ვითამაშეთ. ველოდები, რომ მოახლოებულ თამაშში 90 წუთის მანძილზე აგრესიულად ვიმოქმედებთ და გვექნება სწორი დამოკიდებულება, რაც დადებითი შედეგის მისაღწევად აუცილებელია.ვიცით, საიდან მოვდივართ და როგორ განვითარდა ქართული ფეხბურთი. საჭიროა, გქონდეს ამბიცია, რომ მიაღწიო დიდ შედეგს. ჩვენი ოცნებაა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული და ეს ოცნება რომ შევინარჩუნოთ, ხვალ შესანიშნავი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ყველაფერი პირველად ხდება, გასულ წელს პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული შედეგი იყო. ფეხბურთი სწორედ ამიტომაა საინტერესო სპორტი, სიურპრიზები ხდება.არ ვიცი, რამდენად შემიძლია ფეხბურთელებთან გამართული საუბრის დეტალებზე აქ ვილაპარაკო, ეს შიდა საკითხი და გუნდში სამუშაო გარემოს ნაწილია. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას, ეს ახალი პრობლემა არ არის, უბრალოდ ჯერ კიდევ ვერ ვიპოვეთ იდეალური ვარიანტი. არ ვგულისხმობ კონკრეტულ ფეხბურთელებს, არამედ უფრო იმ სისტემას, რომელიც ამ ფლანგზე უნდა მუშაობდეს.მწვრთნელს შეუძლია გუნდის შემადგენლობის შეცვლა. მისი მთავარი დანიშნულებაა, იპოვოს სწორი ბალანსი და კომბინაცია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იდენტობაა, რაც მოედანზე უნდა გამოჩნდეს მთელი თამაშის განმავლობაში.დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩი ესპანეთთან შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან მხოლოდ ჩვენი სტილითა და თვისებებით შეგვიძლია მართლაც გამორჩეული შედეგის მიღწევა.როგორც ფეხბურთელები, ისე სამწვრთნელო შტაბი კარგად ვაცნობიერებთ, რომ თუ მოვდუნდებით, შანსი არ გვექნება. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მოთამაშეებთან ბევრი ვისაუბრეთ და დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე მოტივირებულები არიან, რათა ხვალ სრულიად სხვა გუნდი დავინახოთ, ვიდრე ორი დღის წინ“, – განაცხადა სანიოლმა.თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ქალაქ იზმითში 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო – FM 102.3.

მიხეილ სააკაშვილი – 4 ოქტომბრის ერთ-ერთი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება, საჭიროა პროტესტების გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება

რეჟიმის სრული დელეგიტიმაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა. 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება, ამაში საკუთარი თავის დარწმუნება და, როგორც ჩანს, „ქოცების“ მიერ შემოგდებული თემების, მათ შორის ათონელის სასახლის უკრიტიკო მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილის თქმით, „სინამდვილეში არსებობს რეჟიმის შიდა რყევები, მაგრამ იმისათვის, რომ ამან დიქტატურაში, მინიმუმ, შიდა ნგრევა გამოიწვიოს, საჭიროა 400-500 ათასი ადამიანის შეკრება“.„რეჟიმის სრული შიდა და გარე დელეგიტიმაცია ან ორივე ერთად. რეჟიმის დელეგიტიმაცია სადღაც 80%-ით უკვე მომხდარია, სწორედ ამიტომ „ადგილობრივ არჩევნებში“ მონაწილეობა იყო სრულიად უპატიებელი ცოდვა, იმიტომ, რომ მისი ამოცანა იყო რაღაცის ნაცვლად (თვითონ ხვდებით ალბათ რისიც) რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის ამაღლება.რეჟიმის 100%-იანი დელეგიტიმაციის ორი გზა არსებობს. პროტესტების შემდგომი გამძაფრება და საერთაშორისო არენაზე რეჟიმის მხილება.ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ, ვინც რეჟიმთან არანაირად არ თანამშრომლობს. ამის ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი ნამდვილად გაგვაჩნია“, – წერს სააკაშვილი.

დონალდ ტრამპი – მსოფლიოსთვის საოცარი დღეა, საოცარი დღეა ახლო აღმოსავლეთისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი ნაწილი ვარ

მსოფლიოსთვის საოცარი დღეა, საოცარი დღეა ახლო აღმოსავლეთისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი ნაწილი ვარ“, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში განაცხადა, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.„ჩვენ ხელს ვაწერთ დოკუმენტს, რომელიც ბევრ წესს შეიცავს, რეგულაციას და არის ყოვლისმომცველი. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი. ის მუშაობს. მძევლები ზუსტ დროს გაათავისუფლეს. ახლა მუშაობა მიმდინარეობს გარდაცვლილთა ცხედრების გადაცემაზე. ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის მოგვარებაში ბევრმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, მათი ნაწილი აქ არის წარმოდგენილი. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ“, – განაცხადა მან.ცნობისთვის, შარმ ელ-შეიხში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ოთხმა ლიდერმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და კატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ მოაწერეს.

ილია თოფურიას მეუღლე ხმაურიანი ჭორების შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს

"დედის ნამდვილი სუპერძალა არ არის საფრთხისადმი სიფხიზლე, არამედ ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც მისი ქალიშვილი გაიზრდება მამაცი, თავისუფალი და უშიშარი. ჩემო პატარა ჯორჯინა, სამყაროში არაფერი მიყვარს შენზე მეტად, მახარებს იმის დანახვა, თუ როგორ ხდები ადამიანი, რომელსაც აქვს სიცოცხლის, აზროვნებისა და საკუთარი თავის სიყვარულის უნარი. ჩემი მისიაა, მოგცე სიძლიერისა და პატიოსნების მაგალითი და გაგიძღვე მიზნისკენ, რომ იყო ბედნიერი", - წერს სოციალურ ქსელში ჯორჯინა უზკატეგუი და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების ამბავი გავრცელდა, ჯორჯინა სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობდა. მედიას ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ჯორჯინამ ილიასთან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. ოჯახური კადრები არც ილიას გვერდზე აღარ იძებნება.  "სიყვარული, რომელიც თვალებს და სულს გიხელს" - წერდა ჯორჯინა რამდენიმე დღის წინ და ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებდა.

ბოლო სიახლეები