ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

„ბლუმბერგი“ – ვაშინგტონი ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა

შეერთებული შტატები ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, მოსკოვი დღემდე თავს არიდებს აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მოიცავს კონფლიქტის გაყინვას, აშშ-ის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, ასევე აშშ-ის სანქციების გაუქმებას.

ამავე დროს, როგორც „ბლუმბერგის“ სტატიაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებს მომზადებული აქვს ახალი იდეა, რომელმაც შეიძლება, დააინტერესოს რუსეთის ფედერაცია.

„მას შემდეგ, აშშ-მა შეთავაზებას ახალი დეტალები დაამატა, კერძოდ, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლება“, – ნათქვამია სააგენტოს პუბლიკაციაში.

ნატო-რუსეთის საბჭო გახლავთ ორგანო, რომელიც შეიქმნა „ცივი ომის“ შემდეგ უსაფრთხოების საკითხებზე ორმხრივი პარტნიორობისთვის. ამ საბჭომ შეწყვიტა საქმიანობა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

საბჭოს ბოლო სხდომა 2022 წლის 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართა. მასზე განიხილებოდა რუსეთის მოთხოვნები „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ, რომლებიც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უარყვეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში, ჩვენ იქ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, უბრალოდ გადავეცით, არავინ იცის, სად არის ეს ფული

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთხელ უწოდა „ისტორიაში საუკეთესო ვაჭარი“.როგორც „ფოქს ნიუსი“ წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპმა დოჰაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა დაკარგული სიცოცხლეებისა და საომარ ძალისხმევაზე დახარჯული თანხების გამო.„ჩვენ იქ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ – უბრალოდ გადავეცით. არავინ იცის, სად არის ეს ფული. არ არის არანაირი აღრიცხვა. უნდა ვაღიარო ზელენსკის დამსახურება. ვფიქრობ, ის არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში. ყოველ ჯერზე, როცა ის შეერთებულ შტატებში ჩამოდიოდა, ის 100 მილიარდი დოლარით ბრუნდებოდა უკან. კარგი ვაჭარია, არა? ბოლო ჯერზე მან ასე კარგად ვეღარ იმუშავა, მხოლოდ 60 მილიარდი მიიღო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

“კატეგორიული მითითება იყო, თეა მაისურაძე მომეხსნა“ – ზურაბ პოლოლიკაშვილი კანდიდატურის მოხსნის ვერსიას ყვება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ქართველი ხელმძღვანელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი თავის ვერსიას ყვება, რატომ მოხსნა „ოცნებამ“ მისი კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე.პოლოლიკაშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ ამის მიზეზი თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანა გახდა. საქმე ის არის, რომ თეა მაისურაძე ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო, რომელმაც თანამდებობა გასული წლის დეკემბერში დატოვა.როგორც პოლოლიკაშვილი ყვება, მაისურაძის მიერ ელჩის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გადაწყვიტა, იგი კამპანიაში დახმარების მიზნით, რამდენიმე თვით თანამშრომლად აეყვანა. პოლოლიკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი "ოცნებას" არ მოეწონა და მათი მხრიდან კატეგორიული მითითება იყო, რომ თეა მაისურაძე სასწრაფოდ მოეხსნა თანამდებობიდან."ჩემი არჩევნებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, თეა მაისურაძე ხელშეკრულებით ამეყვანა, რომ კამპანიის პროცესში დამხმარებოდა. მდინარაძე რომ ამბობს სამი თხოვნაო, თხოვნა არ იყო კატეგორიული მითითება იყო რომ მე თეა სასწრაფოდ მომეხსნა თანამდებობიდან და წყნარად ავუხსენი რომ არ გამოვიდა ასე ამ ადამიანის მოხსნა. ამაზე ისეთი ისტერიკა ატყდა, როგორც დღეს დილით ატყდა და თეამ რომ დაინახა ასეთი პანიკა, თავისი ინიციატივით აღარ მუშაობდა ჩემთან", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი კონია იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგები თურქეთის დედაქალაქ ანკარაშიც იგრძნობოდა.მიწისძვრის ეპიცენტრი 19 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.კონიას გუბერნატორის თქმით, სერიოზული ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის და ქართველობისთვის – ალეკო ელისაშვილი ირაკლი დგებუაძეს მიმართავს

,,მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის და ქართველობისთვის - ალეკო ელისაშვილი ირაკლი დგებუაძეს მიმართავს''-ამის შესახებ ელისაშვილმა განაცხადა

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის წერილზე – წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი – მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე. მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ საქართველოს სრული ანექსია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განცხადებაში წერს, რომელიც მის „ფეისბუქ გვერდზე“ ვრცელდება.მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.სააკაშვილის თქმით, ანტი-ამერიკულ კურსს „ქართული ოცნება“ ახორციელებს 2012 წლიდან. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკვირს „მიამიტური კომენტარები“, თითქოს კობახიძის მეშვეობით ივანიშვილი „რაღაცას ეხვეწება ტრამპს“, სინამდვილეში ივანიშვილმა ზუსტად იცის თუ რა პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ მას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სააკაშვილის თქმით, მათ შორის არის „ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება“.“კლეპტოკრატიულმა დიქტატურამ ასევე მოხურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უარი უთხრა ამერიკის ელჩს, ბრიგიტ ბრინკს აკრედიტაციაზე ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, მაშინ ბრიგიტს "სააკაშვილის დაქალობა" დააბრალეს და ორი წლის განმავლობაში საქართველო ამერიკის ელჩის გარეშე იყო დარჩენილი.ასევე რაც ფუნდამენტური იყო, მათ უარი თქვეს ჩემ დროს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ამერიკული სამხედრო ვერტმფრენებისა და საჰაერო დაცვის მიღებაზე, ასევე შეაჩერეს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები. ასე რომ, ანტი-ამერიკულ კურსს ესენი ახორციელებენ 2012 წლიდან და ვინც სხვა რამეს ამტკიცებს იტყუება ან თავს იტყუებს.ასევე მიკვირს ამ დღეებში მიამიტური კომენტარები, რომ თითქოს კობახიძის მეშვეობით ივანიშვილი რაღაცას ეხვეწება ტრამპს, სინამდვილეში ივანიშვილმა ზუსტად იცის თუ რა პირობები წაუყენა ტრამპის ადმინისტრაციამ მას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ამ პირობებს შორის არის ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლება.სინამდვილეში ეს წერილი არის მოსკოვისთვის დაწერილი და მიმართულია არა ტრამპზე, არამედ მოსკოვზე. მზადდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ საქართველოს სრული ანექსია”, - აღნიშნავს სააკაშვილი წერილში.

ბოლო სიახლეები