ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ბიძინა ივანიშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წეროვანში ჩავიდა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

წეროვანში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ტატუნაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ცერემონიას ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებიც დაესწრებიან.

დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

შსს-ს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული.

არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.

ამ პერიოდის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც, დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს. ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სავიზო დეპოზიტის პროგრამასთან დაკავშირებით.„2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრებათ 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა.გასაუბრების დროს საკონსულო ოფიცერი აცნობებს აპლიკანტს, აკმაყოფილებს თუ არა სავიზო მოთხოვნებს და მისცემს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა გადაიხადოს ეს დეპოზიტი.განმცხადებლებმა არ უნდა გამოიყენონ მესამე მხარის ვებგვერდები დეპოზიტის გადასახდელად და არ უნდა გადაიხადონ დეპოზიტი მანამ, სანამ ამას საკონსულო ოფიცერი არ დაავალებთ.საქართველოს მოქალაქეებისთვის B1/B2 ვიზის გაცემა შეუძლებელი იქნება დეპოზიტის გადახდამდე. ეს მოთხოვნა მოქმედებს განაცხადის შეტანის ადგილის მიუხედავად.დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით ხშირად დასმული შეკითხვების გვერდს: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/#deposit“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებისთვის საგარანტიო თანხის დაწესებაზე, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალი მაჩვენებელს.

ავსტრიის კანცლერი – ევროპა არ დაუშვებს, შანტაჟის გზით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა აიძულონ

ევროპა არ დაუშვებს, რომ შანტაჟის გზით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა აიძულონ, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა.„ევროპა, მათ შორის ავსტრიაც, არ დაუშვებს, რომ შანტაჟის მსხვერპლი გახდეს. ჰორმუზის სრუტეში ინტერვენცია ავსტრიისთვის არც განიხილება“, – განაცხადა კრისტიან შტოკერმა.კრისტიან შტოკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შემდეგ ენერგომომარაგებისა და ფასების სტაბილიზაცია აუცილებელია.

ვიქტორ ორბანი – უკრაინის მიერ ბლოკირებულ ჩვენს ნავთობს ვიდრე არ მივიღებთ, არ არსებობს უკრაინისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, რომელსაც უნგრეთი მხარს დაუჭერს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ პროუკრაინულ გადაწყვეტილებას დაბლოკავს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განაცხადა.ორბანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ვიდრე მის ქვეყანას ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდება არ აღუდგება.„უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, როდესაც მივიღებთ ჩვენს ნავთობს, რომელიც მათ მიერ არის ბლოკირებული. მანამდე კი არ არსებობს უკრაინისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, რომელსაც უნგრეთი მხარს დაუჭერს. ჩვენ ნავთობს ველოდებით. სხვა ყველაფერი მხოლოდ ზღაპარია“, – აღნიშნა ორბანმა.უნგრეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რაზეც ისინი საუბრობენ, არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური საკითხია უნგრელებისთვის.„ნავთობი უნგრელებისთვის არსებობის საკითხია. ნავთობის გარეშე ყველა ოჯახი და უნგრული კომპანია გაკოტრდება. ასე რომ, ეს ხუმრობა, პოლიტიკური თამაში არ არის. ზელენსკიმ ეს უნდა გაიგოს“, – განაცხადა ორბანმა.

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.უწყების ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით; ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით; ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით; გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით; წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით დმანისის, ვახტანგ მეექვსის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან.რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, შსს-ს განმარტებით, მათ მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

„გარდიანი“ – ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 35%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 35%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა სპარსეთის ყურეში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა გამოიწვია.„გარდიანი“ წერს, რომ გაურკვევლობა იზრდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა ენერგომომარაგებაზე, რადგან დღეს დილით, ირანის უდიდეს ბუნებრივი აირის საბადოზე თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, თავდასხმები დაფიქსირდა კატარსა და ქუვეითში.ომის დაწყების დღიდან დღემდე ევროპაში გაზის ფასი 60%-ით არის გაზრდილი.

ბოლო სიახლეები