მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს!
ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის – უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თაობები დააფასებენ.
ბიძინა ივანიშვილი