ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს

“ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში წერია.

„შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი ხმების მობილიზებისთვის, რაც ერთ ან ორ პროცენტში თუ ნახავს გამოხატულებას და არჩევნების შედეგებზე პრინციპულ გავლენას ვერ მოახდენს, არამედ ყველაფერი უნდა გაავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი“,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს თუ არ მიიღებენ, უკრაინას და ევროპას შესაძლოა, ხვალ სისხლისღვრა ელოდეთ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს თუ არ მიიღებენ, ხვალ უკრაინას და ევროპას შესაძლოა, სისხლისღვრა ელოდეთ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს სხდომის წინ განაცხადა.მისივე თქმით, უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობამ შესაძლოა, საომარი მოქმედებების ესკალაცია გამოიწვიოს.„ახლა ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს ან სისხლისღვრა ხვალ. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ევროპაზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენ და მხოლოდ ჩვენ უნდა მივიღოთ. ვფიქრობ, ყველა ევროპელი ლიდერი საბოლოოდ ამ დონემდე უნდა მივიდეს. და ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც ახლა შემიძლია“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან – 7კილომეტრში, მცხეთაში იყო.ბიძგების სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს იმ მტრული პოლიტიკის მიუხედავად, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ იმ მტრული პოლიტიკის მიუხედავად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ ერთგული ვრჩებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ომის დაწყების პირველი დღიდან საქართველო უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის ყველაფერს აკეთებს.„ერთადერთი, რაც შეიძლება, გასაკვირი ყოფილიყო, იმ უმადურობის ფონზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ირჩევს, შეიძლება, ვიღაცას გაჰკვირვებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებებს და ინსტრუმენტებს მხარს უჭერს, თუმცა ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღია და მტრულ პოლიტიკას აწარმოებს. ჩვენთვის საზომი უკრაინელი ხალხია, რომელსაც გვინდა, იმ მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ, რომელსაც გადიან. არავის გაღიზიანების ან არგაღიზიანების შიშით არ ვმოქმედებთ, ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და ინტერესების საფუძველზე ვმოქმედებთ. მივდივართ იმ ნაბიჯებით, რაც ჩვენს ინტერესებში ჯდება და ხელს არ უშლის მთავარ პრიორიტეტებს. ვერ გამოგვიყენეს ინსტრუმენტად, რომ საქართველოში ცეცხლის რკალი დაენთოთ რუსეთის გარშემო და ჩვენ ვყოფილიყავით მარიონეტი, ისევე, როგორც უკრაინას იყენებს ზოგიერთი ძალა მარიონეტად რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც დაადასტურა, რომ ეს არის მარიონეტული ომი.„ვიღაცას უნდოდა, რომ ჩვენ მარტიონეტული ომის ინსტრუმენტი ვყოფიკიყავით და ახლა როგორც არის უკრაინასთან დაკავშირებით, ვაი-ვიშვიში ყოფილიყო, ფული საიდან გამონახავდნენ. რუსეთის სუვერენულ აქტივებს ხელს თუ ვერ ადებენ, გეგმა „ბე“ რა არის? ბელგიის პრემიერის განცხადება იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის აქტივებს თითი ვერავინ დაადო. ცუდი კი არ არის, ვერ აკეთებენ და ეს არის პრობლემა, გეგმა „ბე“ არ აქვთ. ამას თუ ვერ აკეთებენ, რას აკეთებენ, თავის ფულს ხარჯავენ? არ აპირებენ, თავისი ფული დახარჯონ. მათთვის, ვინც საქართველოში უცხოს მადიდებლები და უცხო დროშაზე მლოცველები არიან, რა თქმა უნდა, მათთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები აუხსნელია. ფიქრობენ, რომ უკრაინის დროშა უნდა აფრიალონ და ეს მათი ქცევის მაგალითია. ამიტომ, უკვირთ. სინამდვილეში, ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკის, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს და იმ უმადურობის, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი პირადაც ქართველი ხალხის მიმართ სხვადასხვა გადაწყვეტილებაში იჩენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ნადარეიშვილი: ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე 2025 წლის შედეგები შეაჯამა.მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორს დარგის ზრდის დინამიკა, მისი შემდგომი განვითარების ხედვა, ამ მიზნით არსებული გეგმები, პროგრამები და პროექტები გააცნო. შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა ტურიზმის დარგის განვითარების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით კერძო სექტორთან  დიალოგისა და თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტურიზმი განსაკუთრებით ინკლუზიური დარგია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში."ტურიზმის სექტორის განვითარება ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ტურიზმის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს და დასაქმების 9%-ს შეადგენს, ამასთან, მომსახურების ექსპორტის თითქმის 60% სწორედ ტურიზმზე მოდის. ეს არის განსაკუთრებით ინკლუზიური დარგი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მცირე და მიკრო მეწარმეობის, ასევე რეგიონების განვითარების პროცესში. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა გაწეული სექტორის განვითარების მიმართულებით და დღეს საქართველოს ნამდვილად აქვს თავისი ადგილი მსოფლიო რუკაზე, საერთაშორისო აღიარება, ჩვენი ქვეყანა მიმზიდველ დანიშნულების ადგილად იქცა, მათ შორის ბევრი ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მანამდე არ გვიცნობდნენ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. შეხვედრაზე წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი 3.6 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +5.1%-ით მეტია. ასევე რეკორდულია ტურისტული ვიზიტების 9 თვის მაჩვენებელი - 4.3 მილიონი, რაც +7.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს – ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

"თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაოუაშვილო წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ."თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყუროს. დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილი, პასუხისმგებლობის ნაცვლად - ცივილიზაციურად აღმატებულის პოზა. ეს ის ევროპა აღარაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ", - წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები