სამშაბათი, მარტი 10, 2026

ბიძინა ივანიშვილი: მერე რა, თუკი პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი სიმდიდრე ჩვენი ხალხი, ჩვენი შრომისმოყვარეობა და ის საოცარი შეუპოვრობაა, დავითს გოლიათს რომ დაამარცხებინებს

პროგრესის და თვისობრივად გაუმჯობესებული ვითარების მიუხედავად, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, წინ მძიმე შრომა გველის, მაგრამ ნურაფრის შეგეშინდებათ! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, ერთადერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად ატაროს საქართველო ამ რთულ გზაზე, რათა განვითარებული, მდიდარი, დემოკრატიული, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიცხვში, ქართულმა სახელმწიფომ კუთვნილი ადგილი დაიკავოს.

 

„მერე რა, თუკი პატარა ქვეყანა ვართ და არც ბუნებრივი რესურსებით ვართ მდიდარი, ჩვენი სიმდიდრე ჩვენი ხალხი, ჩვენი შრომისმოყვარეობა და ის საოცარი შეუპოვრობაა, დავითს გოლიათს რომ დაამარცხებინებს. ქართველ ხალხთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, „ქართული ოცნება“, ერთადერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, შეძლებს, რომ ღირსეულად ატაროს საქართველო ამ რთულ გზაზე, რათა დავიკავოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი განვითარებული, მდიდარი, დემოკრატიული, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიცხვში.

თუმცა, არის ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რომელიც განსაზღვრავს და განაპირობებს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს.

მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლესმა წარსულმა კარგად გვასწავლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მშვიდობის ფასი არ ესწავლება უშუალოდ თბილისს, სადაც სამი ათეული წლის წინ, ქალაქის გულში, ქართველები ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ! აღარაფერს ვამბობ 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტებზე და 2008 წლის ტრაგედიაზე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაატეხა ქვეყანას თავს.

და ესეც კიდევ ერთი, ფუნდამენტური მნიშვნელობის განსხვავება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პერიოდსა და 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბადებულ საქართველოს შორის – „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების ფონზე, საქართველოს ასე ნანატრი  მშვიდობა მოუტანა!

სახელმწიფოებრივად და საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესეც რომ არა, ქვეყნის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი და ამას ის წარმატებაც მოწმობს, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში მიაღწია.“ – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ლაცაბიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელშიც 27 ქვეყნის 300-მდე პარაათლეტი და დელეგატი მონაწილეობს.ევროპის ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა

ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, რომ აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.მისივე განცხადებით, ყველასთვის სწორი სტრატეგიაა, რუსეთს ეკონომიკური მხარდაჭერა არ გაუწიონ.„როგორ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, თუ ის აგრესორია? ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არა მხოლოდ მათ შეუძლიათ. პრინციპში, ეს არც ისე პოზიტიური მაგალითია სხვებისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახდენილი ოცნება – 79 წლის მასწავლებელი, ლუარა სარიშვილი სკოლაში დაბრუნდა

განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, 79 წლის მასწავლებელ ლუარა სარიშვილს ოცნება აუხდა და სკოლაში დაბრუნდა. განათლების მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით ის 173-ე საჯარო სკოლაში იმუშავებს. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, საქართველოს კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აქვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო რეკომენდაციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.რუკაზე საქართველო კვლავ პირველი დონის, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი, სადაც აშშ-ის მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვის რეკომენდაცია ეძლევათ.თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების მე-4 დონეა და ამ რეგიონებში გამგზავრება არ შეიძლება, რამდენადაც არის მაღალი რისკი კრიმინალის, სამოქალაქო არეულობის, ნაღმების. ამ რეგიონებში დგანან რუსეთის შეიარაღებული ძალები. რთულია ადმინისტრაციული საზღვრების იდენტიფიცირება, რის გამოც ამ ზონებში გადაადგილებას, შესაძლოა, დაკავება ან დაჯარიმება მოჰყვეს.სახელმწიფო დეპარტამენტის განახლებულ რუკაზე უსაფრთხოების სტატუსები შეცვლილია თურქეთის, ერაყის, საუდის არაბეთის და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

პეტრე ცისკარიშვილი და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი და „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.დაპირისპირება პეტრე ცისკარიშვილის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პოსტს მოჰყვა, სადაც ჩერგოლეიშვილმა და ცისკარიშვილმა ერთმანეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს.„შეთანხმებას არღვევ, პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! – წერს ჩერგოლეიშვილი, რაზეც ცისკარიშვილმა უპასუხა: „მოდი, ტოლი ნახე, კოჭი გააგორე, რა“.ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უპასუხა: „ტოლი კი არა, ​ზეხირი, გადამდგები, არარაობები ხართ და შემდეგ წრეზე მეხუთე ადგილზეც ვეღარ გახვალ თბილისში. დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ. შენ არაფერ შუაში ხარ“. ამის შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა ჩერგოლეიშვილის მისამართით დაწერა: „შე უზრდელო ვირიშვილო, ან ლაპარაკს ისწავლი, ან უარეს გინებას მიიღებ, გაიგე, შე ხისთავიანო? აი, ზუსტად მაგ „თბილისის მუხეთე ადგილზე“ ბჭობით აჩვენებ, რა უვიციც ხარ პოლიტიკაში და რა მოკლევადიან, მხოლოდ არითმეტიკულ განზომილებაში გესმის სოციოლოგია და არჩევნები, შე, უვიცო არარაობა“.თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: „აუ, რა სილამაზეა. ახლა ამას წავიღებ ალიანსში და ლამაზად ავხსნი, რატომ ხართ ლუზერები და შენ მოწყალების ფარდას ჩამოგაფარებ. რაც უფრო ფარჩაკდება ადამიანი, მით მეტად ბრუტალურად ყოყლოჩინობს – ადამიანის ბუნებაა ასეთი. მაგ სიმართლით ხომ დადის შენი პარტია, რომ მე უვიცი ვარ, ძვირფასო? ​გამეშვი ახლა, შენ მიერ შეთანხმების დარღვევას ვარჩევთ ალიანსში, არ მცალია. უხერხულ მდგომარეობაში ჩაყარე თანაპარტიელები“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ბოლო სიახლეები