ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

ბიძინა ივანიშვილი – მადლობა ექიმებს, პანდემია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის

მადლობა ექიმებს, პანდემია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშავა. „ვისარგებლებ შემთხვევით და ექიმებს მადლობას გადავუხდი. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თენგიზ ცერცვაძეს, ჩემს მეგობარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, საუკეთესო ექიმსა და საუკეთესო ადამიანს. პანდემია თავისთავად, გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია. თქვენ ნახეთ, ახალი ვალები ავიღეთ და სიტუაცია არ არის მარტივი. ამ კრიზისულ სიტუაციაში, მაინც შესაფასებელია „ქართული ოცნების“ გუნდი. გახსოვთ, პირველი ეტაპი, როდესაც სახელისუფლო ბერკეტებით დაიწყო მომართვა და ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, ლოკდაუნს ეძახიან – ყველა სახელმწიფომ ეს გამოიყენა, მათ რიცხვში გამოვიყენეთ ჩვენც. თუ გახსოვთ, ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში ვიყავით. ს საუკეთესო თუ არა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავით. იმის შემდგომ გახსოვთ, ილუზიაც და გამონათქვამებიც – ოპონენტები წამოვიდნენ, რომ ჩვენ, ქართველებს ისეთი იმუნიტეტი გვაქვს, ეს არ გვემართება, არ დაგვემართება და ხელისუფლება არაფერ შუაში არაა. ევროპამაც ეს გამკაცრებები მოხსნა და ამ ფონზე, ჩვენ აღარ შეგვეძლო, გაგვეგრძელებინა ამ ფორმით მართვა და პროცესი მივუშვით. ოპოზიციამაც ივაჟკაცა, ძალიან წაეხმარა ამ პროცესის გართულებას, შეკრებები, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა, გააკეთა. შედეგმაც არ დააყოვნა. ქართველები ასეთი ვართ, როგორიც ვართ, მეც ტიპური ქართველი ვარ. დაუდევრები ვართ, ძალიან გვიან ვგებულობთ ინსტრუქციას და როდესაც გავუშვით, ბუნებრივად მოვიქეცით, ერთი პერიოდი ასი ათას მოსახლეზე ჩვენ ყველას გადავასწარით და ასი ათას სულ მოსახლეზე ჩვენ გავედით პირველ ადგილზე. აქაც მინდა, რომ პირველი ვარიანტი გაჩვენოთ – როდესაც ხელისუფლებით იმართებოდა პროცესი, ვიყავით საუკეთესოები და ახლა ნახეთ, როდესაც ასი ათასზე დაავადებულების რაოდენობით ევროპაშიც პირველ ადგილზე გავედით და რაღაც ეტაპზე მსოფლიოშიც. ყველაზე წარმატებული ევროპის ქვეყნები აიღეთ, რაც საჭიროებს ამ დროს პაციენტების მიხედვას სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტრო მაქვს მხედველობაში, არც ერთ წარმატებულ სახელმწიფოზე ნაკლებად არ იმართებოდა პროცესები ყველაზე პიკურ ცუდ სიტუაციაში. პირველად პირდაპირი მნიშვნელობით მომართა ხელისუფლებამ და ლამის პირველები ვიყავით, მეორედ – როდესაც აბსოლუტურად მიშვებული იყო და საზოგადოებამაც ვაჩვენეთ ჩვენი დაუდევრობა, ისევ პაციენტების რაოდენობით ასი ათას სულ მოსახლეზე პირველ ადგილზე, არც ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე ნაკლებად არ ყოფილა მენეჯმენტი და მიხედვა დაავადებული პაციენტების. აი, ეს არის ჯანდაცვისა და მისი მინისტრის ნაწილი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები