პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

ბიძინა ივანიშვილი: განსაკუთრებული საარჩევნო გარემოა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ დაძაბულია, რამე თუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ გუნდსა და საზოგადოებას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

„სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში, ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში არიან და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან, მაგრამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, თავშივე, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას. აი, დეჟავიუ – ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც უკვე გვინახავს. დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, [არჩევნების] მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ, ერთ რამეს აქვე გავუსვამ ხაზს, ალბათ, კითხვები შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება, გავაკეთო ამაზე აქცენტები, რომ ყველა დღეს – ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე – სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიზაინერ ზალიკო ბერგერის ცხოვრებაში სიახლეა

ყველას ვურჩევ, არასდროს გასინჯონ. ფხიზელი ცხოვრება ყოფილა კარგი… ნარკოტიკმა ისეთ დონეზე მიმიყვანა, რომ ვერაფრით ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას… - ამის შესახებ დიზაინერი ზალიკო ბერგერი საუბრობს და ბალიზე რამდენიმე თვიანი ცხოვრების მიზეზს განმარტავს.ვრცლად ↓

გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს

ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს.ფაქტთან დაკავშირებით, გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს და სამართალდამცველებს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდის.მისი თქმით, საგურამოში მდებარე სახლის დაყაჩაღებისას მძიმედ დაშავდა ადამიანი, რომელიც მის სახლს აქცევდა ყურადღებას.დაშავებულის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. თუმცა კლინიკაში რჩება.რაც შეეხება ყაჩაღობაში ბრალდებულებს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, თავისი ხალხი, ტრადიციული ღირებულებები

დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, დაიცვას იქ მცხოვრები თავისი ხალხი, დაიცვას ტრადიციული ღირებულებები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ მაშინ დაასრულებს, როდესაც ოპერაციის დასაწყისში დასახულ მიზანს მიაღწევს.„ჩვენ არ ვიყავით ისინი, ვინც ეს ომი დაიწყო.  2014 წელს დასავლეთმა წააქეზა უკრაინა და მხარი დაუჭირა მოვლენებს, გადატრიალების ორგანიზებით. ამას მოჰყვა პროცესი, რომელმაც გამოიწვია ყირიმში მოვლენები. ახლა კი ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ არის ომის დასაწყისი, არამედ მცდელობაა, დაასრულოს ის, რაც დასავლეთმა უკრაინის ნაციონალისტების გამოყენებით გააჩაღა. ჩვენ დავასრულებთ მას, როდესაც მივაღწევთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დასახულ მიზნებს, როდესაც გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს. სულ ეს არის“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მისი წინამორბედების შეცდომებს აგრძელებს და რადიკალური ნაციონალისტების ინტერესებს ხალხის ინტერესებზე წინ აყენებს.„როდესაც ეს ჯენტლმენი ხელისუფლებაში მოვიდა, მან განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად მიისწრაფოდა მშვიდობისკენ, ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, საკუთარზე უარის თქმითაც კი.  მაგრამ ახლა ჩვენ საკითხებს სხვაგვარად ვუყურებთ. ის იგივე მაგალითს მიჰყვება, რასაც მისი წინამორბედები, ვიწრო ნაციონალისტური ჯგუფის, განსაკუთრებით რადიკალური ნაციონალისტების ინტერესებს ხალხის ინტერესებზე წინ აყენებს. მე უკვე ვთქვი, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.India Today-სთან ინტერვიუში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა სურთ.„აშშ-ის მსხვილმა კომპანიებმა წერილი მოგვწერეს და თხოვნით მოგვმართეს, რომ არ დაგვავიწყდეს ისინი. ისინი ელოდებიან ყველა პრობლემის მოგვარებას და მზად იქნებიან, რომ ჩვენთან დაბრუნდნენ. არსებობს მრავალი სფერო, სადაც რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა ორივე მხარეს წაადგება. კომპანიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის განახლების ნათელი სურვილი და შესაბამის პოლიტიკურ სიგნალს ელოდებიან“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გულწრფელად სურს.„ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულების გულწრფელი სურვილი აქვს. შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ტრამპს მართლაც აქვთ საკუთარი გაგება, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი რაც შეიძლება მალე. ის ყოველთვის ამბობს, და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გულწრფელია, რომ მას სურს ადამიანური დანაკარგების მინიმიზაცია“, – განაცხადა პუტინმა.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ხვდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ინდოეთში.

თოვლის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.„საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში, დიდ დიღომში ხანძარია – ვითარება ადგილზე

თბილისში, დიდ დიღომში ხანძარია. ცეცხლი ეთერ ბოცვაძის ქუჩაზე, კერძო სახლში გაჩნდა.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ბოლო სიახლეები