სამშაბათი, თებერვალი 24, 2026

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად “მეორე დღე” უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, შესაბამისად, გვმართებს დიდი სიფრთხილე

განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ამას ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია – ასე ვერ ვიტყოდი, რამეთუ, პირველადი შეფასება უკვე გააკეთა ეუთო/ოდირმა და საკმაოდ პოზიტიური,  –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 

ივანიშვილის განმარტებით, საქართველოში, სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ გარკვეული თანამდებობის პირები და ბიუროკრატები, რომლებიც კოორდინაციაში არიან ოპოზიციასთან, თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველ გუნდსა და საზოგადოებას უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

„სამწუხარო რეალობის შექმნას ცდილობენ, მათ რიცხვში, ჩვენი სამეგობროდან გარკვეული თანამდებობის პირები, გარკვეული ბიუროკრატები კოორდინაციაში არიან და კორელაციაში არიან ოპოზიციურ სპექტრთან, მაგრამ, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, თავშივე, რომ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს უკვე „ქართულ ოცნებას“ და ქართულ საზოგადოებას. აი, დეჟავიუ – ძალიან ბევრი რამაა ისეთი, რაც უკვე გვინახავს. დავასწრებ მოვლენებს და გეტყვით, რომ არაფერიც არ მოხდება, [არჩევნების] მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ, ერთ რამეს აქვე გავუსვამ ხაზს, ალბათ, კითხვები შემდგომში გექნებათ და მექნება საშუალება, გავაკეთო ამაზე აქცენტები, რომ ყველა დღეს – ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე, ორი თვე – სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი, იქნება ძალიან დაძაბული ვითარება გეოპოლიტიკურად და შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როგორია ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ დაზიანებები მიაყენა – ექიმის კომენტარი

22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედამ ჩვილს ყელის არეში დაზიანება მიაყენა და მის მოშორებას აპირებდა.საბედნიეროდ, მედიკოსებმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ახალშობილსა და დედას დახმარება აღმოუჩინეს.„გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, პროგრესი არის, თუმცა ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა. მას მკურნალობენ მოწვეული ექიმებიც, კონსილიუმი იყო მოწვეული, იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ მედიკოსები.ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც...“,- ამბობს „მთავართან“ სატელეფონო საუბარში უნგიაძე.

ლევან ვეფხვაძე: არის სპეციალობები, სადაც არის დეფიციტი. მთავრობისგან არის დაპირება, რომ ამ დეფიციტს აღმოფხვრის და უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას

მთავრობისგან არის დაპირება, რომ უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრის, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.„ვნახეთ, რომ არის სპეციალობები, სადაც არის სიჭარბე, სადაც არის დეფიციტი. ამ დეფიციტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციის ფორმატში ბევრჯერ გვითქვამს, რომ არის ტექნიკური, აგრარული მიმართულებები და ა.შ., სადაც სერიოზული პრობლემა აქვთ კომპანიებს, რომ თავიანთი ბიზნესაქტივობა განავითარონ. ამ შემთხვევაში მთავრობისგან არის დაპირება, რომ ამ დეფიციტს აღმოფხვრის და უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას“, - აღნიშნა მან.

პრემიერი: შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო, პარალელურად ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე.მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი კვლევები ქვეყანაში 2017 წლიდან მოყოლებული ტარდებოდა.„ეკონომიკის სამინისტრო ყოველწლიურად საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ატარებდა ხოლმე კერძო სექტორის კვლევებს, თუმცა წლევანდელი კვლევა იყო განსხვავებული იმით, რომ მის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში კვოტების განსაზღვრა, სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება. კვლევა ჩაატარა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ჩართულობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის არსებითად 2 დამსაქმებელი - კერძო და საჯარო სექტორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ კვლევა სწორი მეთოდოლოგიით, სწორი მიდგომით ჩატარებულიყო და მინდა, ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის. ეს კვლევა და მისი მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. გამოყენებულია ისეთი ორგანიზაციების პრაქტიკა, როგორიც არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ევროპის საგანმანათლებლო ფონდი, პროფესიული განათლების განვითარების ევროპული ცენტრი“, - განაცხადა პრემიერმა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთლიანობაში, ამ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 12 500 საწარმო.„საკმაოდ მასშტაბური იყო ეს კვლევა, აქედან 470 იყო მსხვილი საწარმო, 1 752 საშუალო ზომის საწარმო და 10 278 მცირე ზომის საწარმო, რომლებიც შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გამოკითხვის ჩატარებაში ჩვენ დაგვეხმარა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი, რომლის 153 ინტერვიუერი იყო ჩართული კვლევის პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა იყო მასშტაბური, ცდომილების დონე არის ძალიან დაბალი, 0.49% არის ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პარალელურად ჩატარდა საჯარო სექტორში სამუშაო ძალაზე მოთხოვნის კვლევა და ამ კვლევამ მოიცვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო უწყება, ორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ერთდროულად, ამ კვლევამ მოიცვა, როგორც კერძო სექტორი მასშტაბურად, ასევე - უკლებლივ ყველა უწყება და ორგანიზაცია საჯარო სექტორში. ცალკე განისაზღვრა აკადემიურ სფეროში მოთხოვნა, შრომის ბაზრის ნაწილია, ბუნებრივია, აკადემიური სექტორიც. აქ იგულისხმება, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე - სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და აქ უკვე განათლების სამინისტრო ჩაერთო აქტიურად შესაბამის სფეროში შრომის ბაზრის მოთხოვნის განსაზღვრაში. ასევე, ინტერვიუების ჩატარებასთან ერთად, ბუნებრივია, განხორციელდა სტატისტიკის შეფასებაც, მათ შორის, შესწავლილ იქნა შრომის ბაზარზე არსებული პროფესიული განაწილება, სექტორების მიხედვით სად, რამდენი ადამიანია დასაქმებული დღევანდელი მოცემულობით. ასევე, შესწავლილ იქნა სამუშაო ძალის ჩანაცვლების სტატისტიკა, ესეც სექტორების მიხედვით. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ბაკალავრის საფეხურზე ჩარიცხულთა, კურსის დამთავრებულ სტუდენტთა ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემები, დეტალური ანალიზი განხორციელდა ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივა.„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერებასა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას უწყობს ხელს.საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის  მადლობა გადაუხადა.შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის აქტუალობა და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, საქართველო მიესალმება თურქმენეთის აქტიურ ძალისხმევას ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის მიმართულებით. მისივე თქმით, თურქმენეთის სამშვიდობო პოლიტიკა რეგიონში იმ პოლიტიკის იდენტურია, რომელსაც საქართველო სამხრეთ კავკასიაში ატარებს. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი იყო, როდესაც დონალდ ტრამპი ჩამოჰყავდა საქართველოში კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად – ლაშა ფარულავა

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა."მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან აფორმებდა სტრატეგიულ პარტნიორობას, როდესაც დონალდ ტრამპი ჩამოჰყავდა საქართველოში კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ ამერიკელი მასწავლებლები საშუალო სკოლებში ინგლისურ ენას ასწავლიდნენ.ფაქტია, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ გამოცემა "ჰილში" მოსაზრება გამოაქვეყნა სახელწოდებით -  "ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას"მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე შტატების ინტერესებისთვის.მმართველ გუნდში დღეს სააკაშვილს და მათ ოპონენტებს ის განცხადებები გაახსენეს, როდესაც ტრამპს აკრიტიკებდნენ, მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ და ბაიდენს მხარს უჭერდნენ.

ბოლო სიახლეები