გთავაზობთ სტატიას ჟურნალ “გზის” არქივიდან
ბიძინა,უბრალოა სუფრასთან და გულწრფელი ემოციით-ემოციური იყო როცა მის თვალზე ცრემლები ვნახე, “ქართული ხმების ნამღერზე, არ ველოდი…ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად აქებენ-რას იხსენებს ბესო ბერულაშვილი
სუფრასთან ბევრჯერ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მისი ცეკვა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მღერის… ისეთი ძმაკაცები ჰყავს, სიმღერას ასწავლიდნენ, აბა, რა იქნებოდა?! 30 წელია, “ქართული ხმების” წევრები მისი ძმაკაცები არიან. ერთმა რამემ ნამდვილად გამაკვირვა: ბიძინას მათ ნამღერზე ცრემლი მოადგა თვალზე, ამას არ ველოდი. ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად აქებენ. ასეთივე იყო ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი.
ერთხელ ქორწილში, გია ვოლსკისთან მივედი და ვუთხარი, ნება მიბოძეთ, თქვენი სახელით მივულოცო ნეფე-დედოფალს გაბედნიერება-მეთქი. მას ეგონა, თუ გამოვიდოდი და ვიტყოდი, ბატონი გია გაბედნიერებას გილოცავთ-მეთქი, არადა, გია ვოლსკის ხმაზე დავიწყე საუბარი… გაოგნებული მიყურებდა-ბესო ბერულაშვილი