პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
როგორც პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელი აცხადებს, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელეს თავდასხმა.
პაკისტანში პირობას დებენ, რომ თავდასხმას უპასუხებენ.
როგორც პაკისტანის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, ისლამაბადი „ამ თავდასხმაზე რეაგირებას მოახდენს მათ მიერ არჩეულ დროსა და ადგილას“.
„ეს არის სამარცხვინო და მხდალი თავდასხმა, რომელიც ინდოეთის საჰაერო სივრციდან განხორციელდა“, – აღნიშნულია სამხედრო ძალების წარმომადგენელის განცხადებაში.
„ბიბისის“ ცნობით, ინდოეთის მთავრობა ადატურებს, რომ პაკისტანში მდებარე ცხრა ობიექტზე თავდასხმა განახორციელა.
მედიაში ვრცელდება ცნობები ინტენსიური დაბომბვისა და ხმამაღალი აფეთქებების შესახებ ქაშმირის რეგიონებში.