ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაბომბვის შემდეგ მაუწყებლობა განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის გამო ეთერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაითიშა.
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ეკრანზე გამოსახულია ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ არხის ყველა პროგრამა „განახლდა ყოველგვარი შეფერხების გარეშე”.
როგორც მაუწყებელში განმარტავენ, ისრაელი ცდილობდა თავდასხმით ჭეშმარიტების ხმის ჩახშობას.
ამასთან, ირანის სახელმწიფო ტელევიზიის რეპორტიორმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იწვის შენობა თავდასხმის შემდეგ. ჟურნალისტის თქმით, მან არ იცის, რამდენი ადამიანი დაიღუპა დარტყმის შედეგად.