პარასკევი, იანვარი 23, 2026

ბექა ძამაშვილი – მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არევნების შედეგების შეჩერებას, თუმცა ევროპულმა სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების, საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით პირველადი პოზიციის წარდგენის ვადა მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შესულია 11 ფიზიკური პირის და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი.

„აღსანიშნავია, რომ ამ საჩივრების ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი 2025 წლის დასაწყიში, თუმცა ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით დაჩქარების გარეშე. შესაბამისად, მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს ვადა, წარადგინოს საკუთარი პოზიცია. შემდეგ მომჩივნებს ექნებათ შეპასუხების შესაძლებლობა და საბოლოო პოზიციას ისევ საქართველოს მთავრობა წარადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ საჩივრებიდან დგინდება, რომ მათ ნაწილს, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება თვითონ საჩივრების შინაარსს, მომჩივნების ნაწილი დავობს, თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის უფლების ფარულობის დარღვევას, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ მოხდა უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ევროპული სასამართლოს კითხვებს რაც შეეხება, სასამართლო დაინტერესდა, რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ასევე რამდენად შეიძლება, ზოგადად ირღვეოდეს ეს უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ევროპული სასამართლო ასევე სვამს კითხვას, საია, არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც დამკვირვებელი, რამდენად შეიძლება, იყოს მომჩივანი ამ საქმეში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ყველა სპეკულაციას. მანამდე კი, ყველა აქტორს, შიდა და გარე აქტორს მოუწევს, პატივი სცეს ევროპულ სასამართლოს, დაელოდოს მის პროცედურებს და არ გააკეთონ რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხზე. ასევე ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგან რასაც გადაწყვეტს ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზეც“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

მისივე თქმით, დგინდება, რომ მათ ნაწილს, ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლო მხარეებს უსვამს კონკრეტულ შეკითხვებს:

„1) აქვთ თუ არა მომჩივნებს რაიმე მტკიცებულება, რითაც დაადასტურებენ, რომ დაირღვა მათი ხმის უფლების ფარულობა; 2) რამდენად არის შესაძლებელი, რომ თავისუფალი არჩევნების უფლება (პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი) დაირღვეს იმის გამო, რომ საზღვარგარეთ არ გახსნილა მეტი უბანი; 3) შეუძლია თუ არა საია-ს, როგორც დამკვირვებელს, იდავოს თავისუფალი არჩევნების უფლების შესაძლო დარღვევაზე“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების სტრასბურგის სასამართლოს მიერ განხილვის დაწყებაზე განცხადება დღეს გაკეთდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მედიის ცნობით, აბუ დაბიში აშშ, უკრაინა, რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკება დაიწყო

აბუ დაბიში აშშ, უკრაინა, რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკება დაიწყო, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.გავრცელებული ინფორმავიით, უცნობია, იმყოფებიან თუ არა ერთ ოთახში უკრაინელი და რუსი მაღალჩინოსნებიშეგახსენებთ, რომ დღეს აბუ დაბიში შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს წარმოადგენენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი იგორ კოსტიუკოვი, ასევე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

კახა კალაძემ სპორტსმენებს მიმართა – გახსოვდეთ, თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული შედეგებისთვის ამჯერად 231 სპორტსმენი დაჯილდოვდა. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.„მეამაყება, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც თბილისის მერი და სპორტის დიდი ქომაგი. მეამაყება ასევე ჩემი განვლილი ცხოვრება, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება. გასული წლები ჩვენთვის ამ მიმართულებით ისტორიული შედეგების მომტანი იყო, რომელმაც გააერთიანა ქართველი ერი, სიხარული და წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. დღეს ვაჯილდოებთთბილისელ სპორტსმენებს, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ისტორიაში პირველად დააფიქსირეს წარმატება ჩვენი ქვეყნის სახელით. ასევე ტრადიციულად, ჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტ ფეხბურთელთა ერთი გუნდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამის სახით ხელს უწყობს და ახალისებს აღნიშნულ მიმართულებას, რადგან სპორტის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.„პირადად მე, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცე მოტივაცია, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი იყოს, მაგრამ იცხოვრო სპორტულად, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვფიქრობ, ეს, პირველ რიგში, ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი წინაპირობაა. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის ყველა სახეობას. მინდა, ხაზი გავუსვა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც და მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც ასევე სპორტის ძალიან დიდი ქომაგია. რა თქმა უნდა, ინფრაქტრუქტურული პროექტების, სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მიგვეღო ის შედეგი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა. ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა განვაგრძოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძემ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.„მინდა, წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ბევრჯერ გაახარებთ ქართველ ხალხს. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება არ არის მხოლოდ პირადი და თქვენი ოჯახების წარმატება. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. იცოდეთ, რომ ჩემი სახით გყავთ ძალიან დიდი გულშემატკივარი“, – მიმართა თბილისის მერმა სპორტსმენებს.დღევანდელ ღონისძიებაზე გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი მამაკაცი სანდრო ბაზაძე გახდა, წლის საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი, წლის საუკეთესო თბილისელი პარასპორტსმენი მამაკაცი – გიორგი ქალდანი, წლის საუკეთესო თბილისელი პარასპორტსმენი ქალი – ნინო თიბილაშვილი, ხოლო წლის საუკეთესო პროექტად „თბილისის სასკოლო ლიგა“ დასახელდა.წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 2018 წლიდან იმართება. ამ დროის განმავლობაში თბილისის მერიამ 931 სპორტსმენი დააჯილდოვა. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000 ლარს შეადგენს.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

საქართველოს პირველი ქალი გემის კაპიტანი ჰყავს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, როგორც ქვეყნის ეროვნულმა საზღვაო ორგანომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა.აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში.ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული გზა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის, ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი მაგალითია ქალთა ჩართულობის ზრდის თვალსაზრისით საზღვაო დარგში.ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული როგორც დამხმარე პერსონალი. რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს, ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, ოთხი მათგანი ამჟამად შორეულ ნაოსნობაშია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქალები გასული საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ საზღვაო პროფესიებში დასაქმებას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილი გამოთქვეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში ქალების მსახურება შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეზღუდვების გამო, ქალები საზღვაო დარგში ძირითადად სანაპირო და დამხმარე მიმართულებებში საქმიანობდნენ — მეტეოროლოგიაში, რადისტებად, სამედიცინო პერსონალში, ჰიდროგრაფიაში და სხვა სანაპირო სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ ნათია ლაბაძის პრეცედენტი გამორჩეულია და საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც ქალს გემზე უმაღლესი თანამდებობის დაკავება შეუძლია.ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს

გიორგი შარაშიძე – გიორგი გახარია კობახიძესთან დებატებზე არ დაჯდება, მისთვის ოპონენტი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ მხრიდან რაც არ უნდა თავს მოხვეული ფორმატი იყოს, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.როგორც შარაშიძემ აღნიშნა, პარტიაში „ქართული ოცნების“ ელექტორატისთვის ბრძოლა მიაჩნიათ სწორად.„ამდენი წლის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი გუნდიდან „ქართულ ოცნებას“ დებატებზე არაერთი შეთავაზება ჰქონია. „ქართული ოცნება“ აქამდე ნებისმიერი ტიპის დებატებზე უარს აცხადებდა. ჯერ არ ვიცით, რა ფორმატს გადაწყვეტენ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს მათთვის არ იქნება არაკომფორტული ფორმატი. ყველაფერს გააკეთებენ, რომ დებატები იყოს მათთვის კომფორტული – მათი ტელევიზია, მათი ჯიბის ექსპერტები, მათი სატელიტური ოპოზიცია. მოიწვევენ ფილოსოფოსებს, ვითომ ოპოზიციას პარლამენტიდან, „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“, აღარ ვსაუბრობ არასაპარლამენტო სხვა პარტიებზე, „ნეიტრალურ საქართველოზე“ და ა.შ. „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა სპიკერები, ვინც  რეალურად პასუხისმგებელი არიან, მაგალითად, კობახიძე, კალაძე და ა.შ. არ გამოუშვას და გამოუშვას მეორადი კატეგორიის სპიკერები.მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად კი არ სურს დებატები და დემოკრატიული პროცესები, არამედ უნდა შეფუთოს, რეალურად დებატების სიმულაცია მოახდინოს, მაინც სწორად მიგვაჩნია „ქართული ოცნების“ ელექტორატისთვის ბრძოლა. „ქართული ოცნების“ მხრიდან რაც არ უნდა თავს მოხვეული ფორმატი იყოს, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, რათა „ოცნებას“ საკუთარ მოედანზე, პირში ვუთხრათ, რა არის სიმართლე და ხალხს გავაგებინოთ, რომ მთელი მათი პროპაგანდა აგებულია ტყუილებზე, ცილისწამებაზე, დეზინფორამაციასა და ზღაპრებზე. მოლოდინი არ მაქვს, რომ ისინი დებატებში დაგვიჯდებიან, რადგან „ოცნებას“ დღეს ვინმესი თუ ეშინია, პირველ რიგში, ეს არის გახარია და მისი გუნდი, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დებატებისთვის მზაობას გამოვხატავთ“, – განაცხადა შარაშიძემ.რაც შეეხება პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, შარაშიძის თქმით, გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება.„დისტანციურადაც შეიძლება დებატების მოწყობა. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დებატებზე საუბარი ჯერ ცოტა ადრეა. გიორგი გახარიასთვის ოპონენტი მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იქნება. რა თქმა უნდა, გახარია ირაკლი კობახიძესთან დებატებზე რომ არ დაჯდება, მგონი, ამას თავადაც კარგად ხვდებით“, – აღნიშნა შარაშიძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად რომ გააკეთოს, უნდა მიეცეს საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. „ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“,  – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას. ხალხს შეუძლია ღიად დაინახოს, სად არის სიმართლე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც პიროვნული და პოლიტიკური კულტურა აქვს და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება.მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შეცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და ხალხს ღიად დაანახებს, სად არის სიმართლე.„თანამედროვე გლობალურმა პოლიტიკამ თითქმის დაივიწყა კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა - „პოლიტიკური დებატები“. ამას თავისი მიზეზი აქვს - დებატები ყველაზე რთული ფორმაა და ამის უნარი მცირედს თუ შესწევს. პოლიტიკური დებატები მოითხოვს უპირველესად პიროვნულ და პოლიტიკურ კულტურას, შეურაცხყოფის გარეშე საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, უტყუარ ფაქტებსა და მყარ არგუმენტებს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურ კომუნიკაციებში დებატებს ბრძოლის მთავარ იარაღს უწოდებენ. ვისაც ეს უნარი არა აქვს, ის ძლიერი პოლიტიკოსი ვერ არის. სწორედ ამ გამჭვირვალობას გაურბიან პოლიტიკოსები, როდესაც დებატებზე უარს ამბობენ.დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური ურთიერთობები თითქმის მთლიანად ამოვარდნილია „პოლიტიკური კომუნიკაციების“ სტანდარტებიდან. ამ ტრანსფორმაციის ავტორი თავად დასავლეთი და კონკრეტულად დონალდ ტრამპია. მისი ახალი ხელწერა „ღიაობის“ და „პირდაპირობის“ პრინციპებზეა დაფუძნებული და თითქოს ავთენტურობის ელფერს სძენს, სინამდვილეში კი პოლიტიკური თამაშების ახალი მეთოდია. ზოგადად, „პოლიტიკური კომუნიკაციები“ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა არის „გაყიდვადი“ იმ დროისთვის ხალხში. როგორც ჩანს, საზოგადოებას მოჰბეზრდა ბრჭყვიალა პიარით კარგად შეფუთული პოლიტიკა და უცხოელი ლიდერებიც თამაშის ახალ წესებზე გადავიდნენ.„პოლიტიკურ ღიაობას“ ქართველი ხალხი არ განუცვიფრებია, რადგან 2012 წლიდან შეჩვეულნი იყვნენ ღია პოლიტიკას და ხმაურის გარეშე გაკეთებულ სახალხო საქმეს. ისიც კარგად ახსოვთ, როგორ შოკში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა მისი პირდაპირობით მტერიც და მოყვარეც. თავდაპირველად კომუნიკაციის „უხეში“ ფორმა, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, დღეს უკვე ქართული პოლიტიკის სტანდარტად იქცა. სიმართლე უხეშია, მაგრამ საჭირო. ამით მსოფლიოს პოლიტიკური კომუნიკაციების ტრანსფორმატორებს დავასწარით და ახალი წესები დავამკვიდრეთ ქვეყანაში.დღესაც, პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და საზოგადოებას აძლევს საშუალებას, ღიად დაინახოს სად არის სიმართლე. პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც აქვს პიროვნული და პოლიტიკური კულტურა და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ბოლო სიახლეები