სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

ბექა სივსივაძე 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე-ცხადი გახდა, რომ ეს ღამე დაძაბული იქნებოდა. მე და გიორგი მამაცაშვილი იმდენად მშვიდობიანად მივდიოდით, ვერც წარმოგვედგინა, რომ ჩვენს მიმართ შესაძლოა რაიმე ექსცესი განხორციელებულიყო-დაახლოებით 40-ზე მეტი რეზინის ტყვია გვქონდა მოხვედრილი

„ამბავი გავრცელდა, რომ კოლმეურნეობის მოედნის მხრიდან ამოდიოდნენ სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსები. მე პირადად ჩავედი კოლმეურნეობის მოედანზე და საკუთარი თვალით ვნახე ავტობუსების კოლონა, რომელიც მოდიოდა და ბანაკდებოდა მიმდებარე ტერიტორიებზე. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს ღამე იქნებოდა დაძაბული“- განაცხადა ჟურნალისტმა ბექა სივსივაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენებზე საუბრობს.

როგორც ბექა სივსივაძე იხსენებს, სპეცრაზმს გიორგი მამაცაშვილმა გამაფრთხილებლად უთხრა „ჟურნალისტები ვართო“ და პრეს ბარათი ასწია, რა დროსაც ერთ-ერთი პირველი რეზინის ტყვია გიორგის კიდურებში მოხვდა. მისი თქმით, დაახლოებით 40-მდე ტყვია მოგვხვდა მას და გიორგის.

ასევე, იხსენებს, როგორც ჩაარტყეს ხელკეტი სპეცრაზმელებმა, რა დროსაც გაითიშა და როდესაც თვალი გაახილა წყლის გუბეში ჰქონდა თავი ჩარგული და ხელები პლასტმასის ხელბორკილით შეკრული.

„აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. გახდა თუ არა 12 საათი, ისეთი პროცესები განვითარდა, რაც მხოლოდ საშინელებათა ფილმში შესაძლოა ნახოს ადამიანმა. პარლამენტის ორივე მხრიდან ჩამომავალმა სპეცრაზმმა გახსნა ცეცხლი. ეს იყო წყლის ჭავლი, ყუმბარები, რომელიც ეცემოდა სცენას და ცხადი გახდა, რომ ეს პროცესი ძალიან დაიძაბებოდა. რაც მე ვნახე, კინოთეატრ რუსთაველთან ჩასასვლელი ჩაკეტილი იყო, სპეცრაზმელები იდგნენ. თავდაპირველად, მე და გიორგიმ [მამაცაშვილი] ვცადეთ, რომ ამოვსულიყავით თავისუფლების მეტროსთან, კანცელარიისკენ ამომავალ კიბეებზე, მაგრამ იქაც სპეცრაზმელები იყვნენ. ამის შემდეგ მე და გიორგი წავედით თავისუფლების მოედნისკენ და გადავაწყდით, რომ ქვემოთა მხრიდან სპეცრაზმელების დიდი ტალღა ამოდიოდა. მე და გიორგი იმდენად მშვიდობიანად მივდიოდით, ვერც წარმოგვედგინა, რომ რაიმე ექსცესი შესაძლოა ჩვენს მიმართ განხორციელებულიყო. იმდენად მივუახლოვდით სპეცრაზმს, რომ დაახლოებით 2 მეტრის მანძილი იყო ჩვენს შორის და გამაფრთხილებლად გიორგიმ მაინც შესძახა, რომ ბიჭებო, ჟურნალისტები ვართო და პრეს ბარათი ასწია. მათ ხელში მომარჯვებული ჰქონდათ შესაბამისი იარაღი, როგორც გაირკვა რეზინის ტყვიებს ისროდნენ. პირველი ტყვია გიორგის მოხვდა ქვემო კიდურებში, რა დროსაც სიმწრისგან დაბლა დაიხარა. მეც და გიორგისაც დაახლოებით 40-ზე მეტი რეზინის ტყვია გვქონდა მოხვედრილი. ვეცადეთ, სირბილით წამოვსულიყავით თავისუფლების მეტროსკენ. მეტრო გადაკეტილი ჰქონდა პატრულის თანამშრომლებს. ვცდილობდით მათთვის აგვეხსნა, რომ „ვართ ჟურნალისტები და თუ შესაძლებელია ჩვენთვის გამონახეთ ადგილი, რომ გავჩერდეთ“, სწორედ ამ დროს ისინი წამოგვეწივნენ, ვინც ტყვიებით უკვე გადაგვცხრილეს და მე თავში ჩამარტყეს ხელკეტი, რა დროსაც გავითიშე. არ მახსოვს, რამდენი წუთით ვიყავი გონებადაკარგული. როდესაც თვალი გავახილე წყლის გუბეში მქონდა თავი ჩარგული და ხელები მქონდა პლასტმასის ხელბორკილით შეკრული“-განაცხადა ბექა სივსივაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები