პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პოპულიზმს და სპექტაკლს უწოდებს.
მისი თქმით, ასეთი პოპულისტური ქმედებებით კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას შეიტანენ საკუთარ ამომრჩეველში.
“ნაცები” იქნებიან თუ ძველი „ნაცები“, ხომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. პოპულისტური ქმედებები, სპექტაკლები კანონთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. კანონი არ ითვალისწინებს მსგავს რამეს, ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ ამას სპექტაკლს. ასეთი სპექტაკლებით და პოპულისტური ქმედებებით კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას შეიტანენ საკუთარ ამომრჩეველში და ამას კიდევ ვინ გამოიყენებს, გასაგებია ისედაც.
ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და, ბუნებრივია, მათ თითოეულ მოსაზრებას ვითვალისწინებთ. ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ასეთი პოპულისტური ქმედებებით და სპექტაკლებით ჩვენზე გავლენას მოახდენს, ძალიან ცდებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.