ვერ წარმომიდგენია, ვის რაში სჭირდებოდა წალენჯიხის მერის მანქანის დაწვა პოლიტიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ამას პირველ რიგში სჭირდება გამოძიება, ვინ და რატომ დაწვა. პოლიტიკური სპეკულაციები და შეფასებები რომ ისმის, სიმართლე გითხრათ ვერ წარმომიდგენია ვის რაში სჭირდებოდა წალენჯიხის მერის მანქანის დაწვა პოლიტიკური თვალსაზრისით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დაწვა კონკრეტული ადამიანის ქონება და ყველაფერს თავისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
წალენჯიხის მერის ინფორმაციით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან მისი პირადი ავტომობილი დაწვეს. შსს-მ ავტომანქანის დაწვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.