პარასკევი, მარტი 28, 2025

ბესარიონ ხარძიანი – ბესო ხარძიანის დაჭერის, შემდეგ ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლის დავალება მოდიოდა გია უდესიანისგან, მისი დავალებით მოქმედებდა გლდანის ციხის დირექტორიც, მეტსახელად „ქილერა“

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს. სხდომას ესწრება ხარძიანის შვილი ბესარიონ ხარძიანი.

ბიზნესმენის შვილმა ისაუბრა 2011 წელს მამამისის დაპატიმრების და გლდანის ციხეში მისი წამების, არაადამიანური მოპყრობის, ასევე კუს ტბის წილების დათმობის ფაქტებზე.

„ყველა სასამართლო და ინსტანცია მოგებული გვაქვს და დიდი ხნის დამტკიცებული გვაქვს ჩვენი სიმართლე. უნდა ითქვას, რომ დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან. ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა. გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე. ზედმეტსახელად „ქილერა“. არ ვიცი,  ეს სახელი როგორ შეარქვეს, მაგრამ უკვე ნათელია, ეს ზედმეტსახელი რომ გქვია, რისი გამკეთებელი ხარ. ის იყო ადამიანი, რომელიც ტყვიების გარეშე კლავდა ადამიანებს ციხეში, აწამებდა და ამის ბევრი ფაქტი გვაქვს. მათ შორის ჩვენს საქმეშიც დევს.

გიორგი უდესიანის დავალებით ალექსანდრე მუხაძე მოქმედებდა, დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილს, რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოეყვანა თითო პატიმარი. ეს პატიმრები არ იყვნენ რა თქმა უნდა, შემთხვევით არჩეული. ციხეზე მუშაობდნენ ეს პატიმრები. დაავალეს ამ პატიმრებს ბესო ხარძიანის წვალება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გატეხვა და ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. პირადად ალექსანდრე მუხაძე, თუ ბესო ხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები. გიორგი უდესიანის მიზანი იყო, რომ დაახლოებით 15 აპრილამდე რაღაცები მოეგვარებინა. კუს ტბის წილები იძულების წესით მიეღო და ციხის მანქანა ჩართო. ის ადამიანები საკმაოდ კარგად ასრულებდნენ ამ ყველაფერს. წავიდა უკვე ზეწოლა ბესო ხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები, როცა ეძინა, თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვითომ საქმის გარჩევები. ასეთი ფაქტები იყო. შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ ამ ადამიანებს, რომ მიეღოთ კუს ტბაში შემავალი კომპანიის წილები, „კუს ტბა კალასა და კუს ტბა პალასში“.

კარანტინის ნაწილში ორი კვირის განმავლობაში აწამებდნენ. ჯერ მარტო კარანტინში რომ ორი კვირა ხარ, უკვე წამებაა, თან იმდროიუნდელ გლდანის ციხეში, შემდეგ რომ გიმატებენ წიხლებს. გაგრძელდა სადღაც ივნისამდე. ეს წილები აპრილში გადაფორმდა. 16 თებერვალს მოხდა დაკავება. 15 აპრილამდე უნდა მომხდარიყო გადაფორმება, რაღაც დაგეგმილი ჰქონდათ ალბათ. მოკლედ ბესო ხარძიანზე მიდიოდა ზეწოლა“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.

2015 წლის 28 მარტს ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია მოპედით დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. 9-წლიანი ძებნის შემდეგ ის საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს. სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია. „როიტერის“ ცნობით, როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი სიმსივნის მკურნალობის გვერდითი მოვლენები გახდა.ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზ მესამეს მოუწია სამ ელჩთან შეხვედრის გადადება, ასევე საჯარო ღონისძიებების გაუქმება.დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე გასული წლის თებერვალში დაუდგინდა. ბუკინგემის სასახლეს არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს მეფეს.

აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, ჯგუფურ ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება შეინახოს

აშშ-ის მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეინახოს Signal-ის ჩატში გაგზავნილი ყველა შეტყობინება.როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის ოლქის მოსამართლემ, ჯეიმს ბოასბერგმა ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, შეინარჩუნოს Signal-ის ჩატში 11 მარტიდან 15 მარტამდე გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმის გეგმები განიხილებოდა. ჯგუფურ ჩატში იმყოფებოდნენ აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა ჯგუფურ ჩატში, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.

მწერენ ფართოდ გაახილე თვალებიო…ა ბატონო, გავახილე ფართოდ თვალები-თემა რომელსაც ძალიან ვარიდებდით თავს მაგრამ უკვე გაუსაძლისია

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, თურქეთში უმნიშვნელოვანესი ოპერაცია გაუკეთეს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.მარიამის გულშემატკივრებს მის ვიდეოებს ყოველდღიურად უზიარებს ცნობილი ფოტოგრაფი დავით ოქროპილაშვილი, იგივე „დანტესი“, რომელიც მარიამის ოჯახის წევრებთან ერთად, თავადაც თურქეთში იმყოფება.დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ლანა, რომელიც კადრებში ხშირად ჩანს და მარიამს უვლის მხოლოდ მისი მეგობარია.ამასთან, დავითის თქმით, ლანა მარიამის დეიდაშვილია და მასთან ერთად ამიტომ იმყოფება თურქეთში.„თემა რომელსაც ძალიან ვარიდებდით თავს მაგრამ უკვე გაუსაძლისია.ა ბატონო, გავახილე ფართოდ თვალები.დიდი მადლობა მაგრამ ვმეგობრობთ მე და ლანა…და ცოტა უხერხული ხომ არ არის მსგავსი კომენტარები თქვენი მხრიდან?ვიცი რომ ყველაფერი კარგი გინდათ ჩვენთვის მარა…“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.ნახეთ ვიდეო.

„როიტერის“ ცნობით, წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ბრალად ედება ლიბიის ყოფილი პრეზიდენტისგან თანხის უკანონოდ მიღება, რომლითაც მან თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა.პროკურორებმა სარკოზი და მისი რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის თანამდებობის პირები, კლოდ გეანტი და ბრის ჰორტეფუ დაადანაშაულეს ლიბიის ყოფილ პრეზიდენტთან, მუამარ კადაფისთან „წარმოუდგენელი, უპრეცედენტო, მიუღებელი“ შეთანხმების მიღწევაში.პროკურორებმა მოითხოვეს სარკოზისთვის 300 000 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა და შვიდწლიანი პატიმრობა. სარკოზიმ არაერთხელ განაცხადა, რომ უდანაშაულოა და გააგრძელებს ბრძოლას სიმართლისთვის.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, 300 უცხოელ სტუდენტს ვიზა გაუუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა გააუქმა, სულ მცირე, 300 უცხოელი სტუდენტის ვიზა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რომელიც მიმართულია უნივერსიტეტებში პროპალესტინელი დემონსტრანტების შეჩერებისკენ.„ამ ეტაპზე, შესაძლოა, 300-ზე მეტი იყოს. ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ, ყოველი ასეთი „გიჟის” აღმოჩენისთანავე“,- განაცხადა რუბიომ.რუბიოს თქმით, სტუდენტებს ვიზა ეძლევათ მხოლოდ განათლების მისაღებად და „არა სოციალური აქტივიზმისთვის, რომელიც ანგრევს უნივერსიტეტის კამპუსებს“.„თუ თქვენ მოტყუებით მიიღებთ ვიზას, ხოლო შემდეგ ჩაერთვებით ასეთი სახის ქმედებებში, ჩვენ გავაუქმებთ მას“,- განაცხადა რუბიომ.მანამდე, თეთრმა სახლმა ასევე გააუქმა 400 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება კოლუმბიის უნივერსიტეტს. ასშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ უნივერსიტეტი ვერ ებრძოდა ანტისემიტიზმს თავის კამპუსში და აღნიშნა, რომ სხვა უნივერსიტეტებსაც გაუუქმებდა დაფინანსებას.

ბოლო სიახლეები