სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (77 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში სომეხ ამოიანთან დამარცხდა.
ტურნირზე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 17 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი 8:1 დაამარცხა.
კონტინენტის პირველობაზე ხვალ, 13 აპრილს, შეჯიბრის დასკვნით დღეს სამი ქართველი ფალავანი შეეცდება ბრინაჯოს მედლის მოპოვებას.