ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

ბერდია სიჭინავა – ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სუსი-ს ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს “ჩორჩანას საქმეზე” სასამართლოში მოსვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გახარია ადვოკატი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ჩორჩანას საქმის არსებით განხილვაზე დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ითხოვდა გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად დასწრებას და მის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის გაერთიანებას.

სიჭინავას განმარტებით, ორივე მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რაც მან „უსაფუძვლოდ და არარაციონალურად“ შეაფასა.

“როგორც იცით, დღეს “ჩორჩანას საქმის” არსებითი განხილვა დაიწყო. დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი იყო ორი შუამდგომლობა: ერთი – გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად დასწრებაზე, რადგან ეს უფლება ევროპული კონვენციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის გარანტირებული, შესაბამისად, ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რა თქმა უნდა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მეორე შუამდგომლობა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა სრულიად არარაციონალური ახსნით, თითქოს, საქმეთა გაერთიანების შუამდგომლობა არ იყო არგუმენტირებული, მაშინ, როდესაც ერთი და იგივე ბრალდებულის მიმართ არის ორი სისხლის სამართლის საქმე წარმოებული, ერთი და იგივე ბრალმდებელია პროკურატურა და ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, ერთსა და იმავე მოსამართლეს აწერია ორივე საქმე. წარმოუდგენელია ორ სხვადასხვა დროს გვიწევდეს სასამართლო პროცესების ჩატარება, როდესაც მოსამართლე ერთია, ბრალდებული ერთია, პროკურატურა ერთია. სრულიად აუხსნელი და ირაციონალურია ამ საქმეების დაყოფა“, – აცხადებს სიჭინავა.

სიჭინავას თქმით, თუ ჩორჩანაში განხორციელებული ქმედებები ეროვნული ინტერესების დაზიანებად მიიჩნევა, მაშინ პასუხისმგებლობა ეკისრებათ პირებსაც, რომლებიც იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და მოგვიანებით გიორგი გახარიას მთავრობის წევრებიც იყვნენ.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ პირებს სასამართლოში მოუწევთ განმარტებების გაკეთება.

„რაც შეეხება “ჩორჩანას საქმეს”, ამ სისხლის სამართლის საქმეს მართლმსაჯულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმე, სადაც ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურა ეროვნულ ინტერესებს ხელყოფს, ამ საქმეზე დევნის განხორციელებით, ერთი მხრივ, ის პრეტენზიები, რასაც ქართული პროკურატურა გიორგი გახარიას უყენებს, ერთი-ერთში ემთხვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკას. შესაბამისად, სამართლიანობაზე არ იქნება საუბარი. ჩვენ მიმოვიხილეთ მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნები, ანგარიშები, რომელიც მქუხარე ტაშით იქნა მოწონებული და საქართველოს პარლამენტის მხრიდან დადებითად განხილული.

ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუ ეროვნული ინტერესების რაღაცა ხელყოფის აქტი განხორციელდა ჩორჩანაში, ქართულ მიწაზე, ქართული მიწის დაცვისთვის, ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმით, როგორ აირჩიეს გიორგი გახარია ამ ადამიანებმა და როგორ გამოუცხადეს ნდობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორჯერ. ამ ადამიანების სიტყვას არც მაშინ ჰქონია ფასი და არც ახლა აქვს ფასი იმიტომ, რომ ზუსტად იმავეს გააკეთებენ, რასაც უბრძანებს ერთი ადამიანი, მათი სუვერენი, მათი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი და, სწორედ მისი შეკვეთით ხორციელდება დღეს მართლმსაჯულება გიორგი გახარიას მიმართ – არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის აქტი.

რა თქმა უნდა, მოუწევს აქ მობრძანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და იმის ახსნა თუ როგორ არ იცოდა ინფორმაცია საგუშაგოს აგების შესახებ და საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიიდან, ცხელი ხაზის მეშვეობით როგორ გაიგო საგუშაგოს აგების შესახებ. თუ ეროვნული ინტერესების ღალატს ჰქონდა ადგილი, მას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუდმივ მოქმედ საბჭოს წევრს, რატომ არ აქვს დაყენებული ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე? რატომ დუმდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იმ ადამიანის მთავრობაში რატომ მოიპოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, როდესაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ნდობა იქნა გამოცხადებული? რატომ დათანხმდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, თან ერთხელ კი არა, ორჯერ — ეს არ დაგავიწყდეთ. ამ ადამიანებს, მათ შორის არა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც ახლა მრჩეველია რაღაც განათლების საკითხებში, მათ შორის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს, პრემიერ- მინისტრ ბახტაძეს, რომელიც არაფრის საქმის კურსში არ იყო თურმე, მოუწევს აქ მობრძანება და კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ეს არ არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ, ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი, რომელმაც შეიძლება ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დააზიანოს”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად...

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა და სამხედრო გადაწყვეტილებები მკაცრად გააკრიტიკა.ლევიტის თქმით, ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს სათავეში „სულელი და არაკომპეტენტური“ ლიდერი ედგა.„სამწუხაროდ, ოთხი წლის განმავლობაში თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა. ტრამპი მიუთითებდა, რომ ეს იყო არაგონივრული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ლევიტმა.

„რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, რასაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული მხარე ამერიკულ მხარეს პარტნიორობას სთავაზობს იმ მხრივ, რომ პარტნიორობა ცხადად ორიენტირებული უნდა იყოს ორივე ერის ინტერესებზე."ჩვენ ვსაუბრობთ ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც განსხვავებით წინა შემთხვევისგან, რომელიც ერთის მხრივ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის სტრატეგიული პარტნიორობა, თუ გავიხსენებთ კონტექსტს როგორც ეს ჩამოყალიბდა, იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წელს, გარკვეული კომპენსაცია ომით დაზარალებული ქვეყნისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც სინამდვილეში პრაქტიკაში არ რეალიზდა არანაირად და ეს იყო ფურცელზე ჩაწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია, რომელიც ვნახეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეეცადა კიდეც, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგაც გამოეყენებინა იმ მხრივ, რომ ამის გაუქმება გარკვეულწილად, საქართველოში დესტაბილიზაციის წამქეზებელი ყოფილიყო.რასაც ჩვენ ვთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, ეს არის რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, ისეთი, როგორიც ქართველებმა ვიცით და ეს არაერთხელ ვაჩვენებთ ამერიკელებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ფურცელზე რა იყო, ჩვენ საქმით ვაჩვენეთ ეს. ეს შეგვიძლია ჩვენ, როგორც მცირე ქვეყანას ზომით თუ ეკონომიკით, ჩვენი საქმით ვაჩვენოთ. ეს ვაჩვენეთ ყველგან, სადაც კი შეგვეძლო. ჩვენ ამერიკელების გვერდში ვიდექით იქ, სადაც მათი ერთგული პარტნიორები- მაგალითად ნატოდან, გაეცალნენ. ვგულისხმობ როგორც სამშვიდობო მისიებს, ისე ვგულისხმობ მაგალითად, ავღანეთიდან როდესაც ჯარების გამოყვანა იყო, საქართველომ შესთავაზა ყველაზე მოკლე და უსაფრთხო მარშრუტი იმისთვის, რომ ჯარები გამოეყვანათ საქართველოს ტერიტორიის გავლით.ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ, ვაჩვენებდით ყოველთვის, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა ქართულად. ასე, რომ ჩვენ ამ ქართულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ იმ მხრივ, რომ იყოს პარტნიორობა, რომელიც არის ცხადად ორიენტირებული ორივე ერის ინტერესებზე, და ეს არის რაც ჩვენ გვაძლევს იმედს იმ პოლიტიკაში, რაც აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, მათ შორის, მარკო რუბიოს განცხადება, რომ ისინი აღიარებენ სხვა ერების ინტერესებს და ისინი სხვა ერების ინტერესების აღიარებით ამყარებენ მათთან კავშირს, იმისთვის, რომ ნახონ იქ სადაც არის საერთო წერტილები, იქ ჰქონდეთ პარტნიორობა, იქ სადაც არის შეუთანხმებლობა, დიპლომატიური გზით მოხდეს გადაწყვეტა ამ საკითხების", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ეკა სეფაშვილი – კონგრესმენებთან შეხვედრაზე შედგა აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოს გლობალურ როლზე, ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე

„ხალხის ძალიდან“ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვედრა ჰქონდათ კონგრესმენებთან.როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, შეხვედრებმა პოზიტიურ გარემოში გაიმართა და შეეხო საქართველოს გლობალურ როლს, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.„შედგა აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოს გლობალურ როლზე, მის სტრატეგიულ მდებარეობასა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. სუვერენული ერების ალიანსის პირველი კონფერენცია ოფიციალურად უკვე გაიხსნა. დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა პანელი, რომლებიც დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა სიტყვის თავისუფლება და ცენზურა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სუვერენული სახელმწიფოების როლი და ადგილი თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში.ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა, რომ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, რაც მომავალში უფრო მჭიდრო სტრატეგიულ თანამშრომლობაში უნდა გადაიზარდოს. ამ იდეას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და იმედი მაქვს, აღნიშნული დიალოგი გაგრძელდება და კონკრეტულ შედეგებში აისახება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და „ხალხის ძალიდან“ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ეკა სეფაშვილი.

ლიზი დარასელია: ბაბუამ თავისი სახელი დატოვა, მე ჩემი უნდა დავტოვო

ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული ვიზუალის მქონე მომღერალი ლიზი დარასელია შოუში – „გვაჩვენე შენი ხმა“, გამოჩნდა და მაყურებლის მონუსხვა მაშინვე შეძლო. ლიზის ბიოგრაფია განსაკუთრებულია იმითაც, რომ ის ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას შვილიშვილია.პირველად რომ გამოვედი, მაყურებლისგან საოცარი პოზიტივი ვიგრძენი. ყველა კარგ კომენტარებს მიწერდა. ბოლოს, თიკა ფაცაციამ რომ თქვა, ვიტალი დარასელიას შვილიშვილიაო, ამანაც დიდი გავლენა მოახდინა. ბაბუაჩემმა ისეთი სახელი დატოვა, რომ ამას ვერაფერი შეცვლის. თუმცა, მთელი ცხოვრება ჩემი მიზანია, მე მე ვიყო. საერთოდ, ბავშვობიდან ასეთი ვარ – მიზანს რომ დავისახავ, მას აუცილებლად მივაღწევ. დედაჩემის დამსახურებაა ის, რომ დღეს ვარ ის, ვინც ვარ, თუმცა, ჩემით მივაღწიე იმას, რომ დღეს მაქვს ბენდი, აქტიურად ვარ ჩართული ივენთებზე, ვმონაწილეობ კორპორაციულ საღამოებში და ასე შემდეგ. არასდროს არავის დახმარება არ გამომიყენებია.ყველა მეუბნებოდა, ძალიან კარგი ბაბუის შვილიშვილი ხარო – ამით ყოველთვის ვამაყობდი და მთელი ცხოვრება ვიამაყებ. თუმცა, ბაბუამ თავის სახელი დატოვა, მე ჩემი უნდა დავტოვო. მე მყავს ძმა, რომელიც აუცილებლად გააგრძელებს ბაბუაჩვენის კარიერას. მასაც ვიტალი ჰქვია, მამასაც ვიტალი ჰქვია ცნობილი ისტორიის გამო, ბაბუას მიერ გატანილ გოლთან დაკავშირებით. ჩემი ძმაც, ალბათ, ვიტალის დაარქმევს თავის შვილს. ბაბუამ ისეთი სახელი დატოვა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს, ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციად იქცა. მეც არ ვარ წინააღმდეგი, ჩემს შვილს მისი სახელი დავარქვა. თუმცა, ჩემი ძმა აგრძელებს ბაბუაჩემის გზას და ყველას გვაქვს მისი იმედი. დარწმუნებული ვარ, საქართველო მისით ძალიან იამაყებს.

ამ დროს ერთადერთი და მთავარი, რაც შეიძლება იყოს, არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, რომ ხელი შევუწყოთ მშვიდობას და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო – შალვა პაპუაშვილი...

„ის, რაც ხდება რეგიონში, მოქმედებს ჩვენზე, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, გვქონდეს შესაბამისი კონტაქტები, კავშირი და ურთიერთობა" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს კითხვაზე, როგორ აფასებს საქართველოს და ირანის ურთიერთობას და მათ შორის პასუხობს კრიტიკას, რომელიც ირანთან ურთიერთობას უკავშირდებოდა.როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, როცა დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯახებიან, ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს შედარებით მცირე სახელმწიფოებისთვის.„უპირველეს ყოვლისა, ყველა სახელმწიფოსთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენი მოწოდებაა, რომ გვქონდეს სახელმწიფოებრივი ურთიერთობები. განსაკუთრებით, როდესაც ეხება რეგიონის სახელმწიფოებს.ის, რაც ხდება რეგიონში, მოქმედებს ჩვენზე, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, გვქონდეს შესაბამისი კონტაქტები, კავშირი და ურთიერთობა. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ირანზე, ქვეყანაზე, რომელიც ჩვენთან ერთად ამ რეგიონში საუკუნეებია არის და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ქვეყნებთან ან გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ამ დიპლომატიური ურთიერთობის შესაბამისად მოქმედებ, ან ხარ დაპირისპირებაში და არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგალითად, როგორც რუსეთთან არის ჩვენს შემთხვევაში. მათი ქმედებებიც რომ შევაფასოთ თუნდაც ამ დღეებში, მათი შეფასებები რა იყო მთავრობის განცხადებებისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებისა, ჩვენი განცხადების და ქმედებისა და რა იყო მათი ალტერნატიული შემოთავაზება, დღეს ისინი ერთ წუთში ამოყოფდნენ თავს იმავე ომში, ისევე როგორც მანამდე რუსეთ-უკრაინის ომში ითრევდნენ საქართველოს. ასე, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკაა ახლა მნიშვნელოვანი. როცა დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯახებიან, ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს შედარებით მცირე სახელმწიფოებისთვის. ასე, რომ ამ დროს ერთადერთი და მთავარი პოლიტიკა, რაც შეიძლება იყოს, ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკა, რომ ყველანაირად ხელი შევუწყოთ მშვიდობას და მეორე, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო შიგნით და ჩვენი მოქალაქეები სახელმწიფოს გარეთ, რასაც დღეს ჩვენი მთავრობა აკეთებს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები