ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებულ მძევლებს სახლში დაბრუნებას ულოცავს.
„ეს მომენტი ჩვენი გმირი მებრძოლების თავგანწირვითა და ბრძოლით იქნა მიღწეული. პირობას ვდებ, რომ ყველას დავაბრუნებთ სახლში“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება 19 იანვარს შევიდა ძალაში, რომლის ფარგლებშიც უკვე გათავისუფლდა სამი მძევალი. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ გათავისუფლებული სამი მძევალი ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ წითელმა ჯვარმა სამივე მძევალი გადასცა სპეციალურ სამხედროებს.