ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რომ ისრაელის გამარჯვება ირანის წინააღმდეგ შესაძლებლობებს ქმნის სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოებისთვის.
მისივე თქმით, ისრაელი ამ საკითხზე ენერგიულად მუშაობს.
„ჩვენ გმირულად ვიბრძოლეთ ირანის წინააღმდეგ და მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას. ეს გამარჯვება სამშვიდობო შეთანხმებების მასშტაბური გაფართოების შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ამაზე ენერგიულად ვმუშაობთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა „ჰამასის“ დასამარცხებლად და ასევე მძევლების დასაბრუნებლად.
„ჩვენ არ უნდა დავკარგოთ არც ერთი დღე“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.