ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისთვის „ჰამასის“ მიერ წაყენებულ პირობებს მიუღებელს უწოდებს, თუმცა ისრაელი მაინც გააგზავნის დელეგაციას კატარში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.
ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 6 ივლისს უნდა გაიმართოს. 7 ივლისს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანაიჰუ აშშ-ში უნდა ჩავიდეს.
ცნობისთვის, 4 ივლისს დაჯგუფება „ჰამასში“ განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ ახალი წინადადების თაობაზე მოლაპრაკებებისთვის მზად არიან. „ჰამასის“ მოკავშირე დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადში“ განაცხადეს, რომ ასევე უჭერენ მხარს მოლაპარაკებების გამართვას, მაგრამ მოითხოვეს გარანტია, რომ ისრაელი არ განაახლებს სამხედრო მოქმედებებს მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში მყოფი მძევლები გათავისუფლდებიან.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ შეთანხმება შესაძლოა, მომდვენო კვირაში იყოს მიღწეული.
ამჟამად მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო შუამავლების წინადადება, რომელიც ცეცხლის 60 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს. ამასთან, „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ღაზის სექტორში მყოფი 22 მძევალი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. საპასუხოდ, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს რამდენიმე პალესტინელი პატიმარი.