ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდების თაობაზე შეზღუდვის მოხსნისთვის მადლობას უხდის.
ნეთანიაჰუს თქმით, ეს არის იარაღი, რომელიც ისრაელს თავდაცვისთვის სჭირდება.
„მადლობა პრეზიდენტ ტრამპს, რომ შეასრულა პირობა ისრაელისთვის იმ იარაღის მიწოდებაზე, რომელიც თავდაცვისთვის სჭირდება, ჩვენს საერთო მტრებთან დასაპირისპირებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა გააუქმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული აკრძალვა ისრაელისთვის 900-კილოგრამიანი ბომბების მიწოდების თაობაზე.