ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანის ტერორისტმა ტირანებმა საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, თეირანში მყოფ ტირანებს სრულ ფასს გადავახდევინებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოროკას საავადმყოფოზე ირანის იერიშს ეხმაურება.

მისი თქმით, თეირანში მყოფ ტირანებს ისრაელი სრულ ფასს გადაახდევინებს.

„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშებაში მდებარე სოროკას საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სრულ ფასს გადავახდევინებთ თეირანში მყოფ ტირანებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპარლამენტის რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი, მათე დევიძე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“.ამასთან, როგორც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, რეზოლუციის მხარდამჭერები გმობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას“.„საქართველოს შესახებ  წინა რეზოლუციების გათვალისწინებით, რეგლამენტის 150(5) და 136(4) წესების გათვალისწინებით, ვინაიდან  მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი,  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, პროევროპული საპროტესტო აქციების დროს 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება; ვინაიდან დრაკონული კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და ცვლილებები მაუწყებლობის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და გრანტების შესახებ კანონებში, წარმოადგენს დემოკრატიული უკუსვლის სახიფათო დაჩქარებას და მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას „ქართული ოცნების“ მიერ,  კრიტიკული ოპოზიციისა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმების ჩასახშობად; იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედია საშუალებები; იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი საინფორმაციის სივრცე სრულად არის დაპყრობილი პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას; იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკისრა წინასწარი პატიმრობა, რაც  გაპროტესტებულია სახალხო დამცველის მიერ და დანიშნა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სისხლის სამართლის კვალიფიკაცია; იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის; ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, მან განიცადა არაადამიანური მოპყრობა და 38-დღიანი შიმშილობას მიმართა; ვინაიდან ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს პერსონალური სანქციები ქართველ მოსამართლეებსა და პოლიციელებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან მზია ამაღლობელის საქმესთან.მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და გენდერული ძალადობის გამო; მოუწოდებს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარების შესახებ შეტყობინებებს; მოუწოდებს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვისკენ; მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები; სინანულს გამოთქვამს, ევროკავშირის საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი  თავის მრავალგზის მოწოდებას, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე; გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო, რომელიც გამოწვეულია ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულების მოთხოვნით, ისეთი როგორიცაა, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ითხოვს ბოლო წელიწადნახევრის დეტალური ფინანსური, სამართლებრივი და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას სამ სამუშაო დღეში. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისი განზრახვით შეუსრულებელია და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სამიზნე ორგანიზაციების მუშაობას და მათი საქმიანობის შეჩერებას; ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.ცნობისთვის, 324 ხმით ხმით 25-ის წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით, „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა 87-მა წევრმა.

ჩვენი ცხონებული თორნიკეს და და დისშვილი… თოკოს ეკლესიის გუმბათი დაეცა და…ვინ არიან აჭარაში ავარიის დროს დაღუპულები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა.ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ აჭა­რა­ში. ქო­ბუ­ლე­თი ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­სა­მე პირი – კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ.ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა სო­ფელ ხუ­ცუ­ბან­თან მოხ­და. არსებული ინფორმაციით, ავარიაში დაღუპულ ქალს, წლების წინ ჯერ ძმა გარდაეცვალა. როგორც კომენტარებში წერენ, ახალგაზრდა ბიჭს ეკლესიის გუმბათი დაეცა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა.  

კახა კალაძე – ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით რეპრესიებზე საუბარი სპეკულაციაა, სურვილი აქვთ, თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ

რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ, რაღაც დააზიანონ, კანონი დაარღვიონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კახა კალაძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, სადაც ხელისუფლების მისამართით რეპრესიებზე საუბრობენ.კალაძის თქმით, პოლიტიკოსი ვალდებულია, კანონი დაიცვას.„რეპრესიებზე საუბარი ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციაა. მათ აქვთ სურვილი, თავიანთი დანაშაული რეპრესიად შეფუთონ. ანუ, რა გამოდის, პოლიტიკოსის სტატუსი თუ გაქვს, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რომ სხვა დააზიანო, რაღაც დააზიანო, კანონი დაარღვიო? მათი განცხადებებიდან ასე ჩანს, რომ უნდათ, ამ ყველაფრის უფლება ჰქონდეთ. ეს სწორი დამოკიდებულება არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოების, ხალხის წინაშე და პირველები უნდა ვიყოთ, ვინც კანონს დაიცავს. ამ შემთხვევაში პირიქით ხდება. თუ რაიმე სიბინძურე არსებობს, აკეთებს რადიკალური დაჯგუფება“, – განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს, თბილისის მერის თქმით, მათი გადაწყვეტილება საინტერესო არაა.„საერთოდ არაა საინტერესო, რას გადაწყვეტს რადიკალური დაჯგუფება. ვიცით მათი დღის წესრიგი – რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ რა პოზიცია ჰქონდათ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდნენ. დღეს უკვე პოზიცია შეცვლილი აქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„მედიის თავისუფლება საქართველოში საფრთხეშია“ — ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო მზია ამაღლობელის საქმეზე

ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მისი ხელმომწერები მოითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას.ამასთან, რეზოლუციაში საუბარია, რომ „დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ყველა რეპრესიული კანონმდებლობა“.„საქართველოს შესახებ  წინა რეზოლუციების გათვალისწინებით, რეგლამენტის 150(5) და 136(4) წესების გათვალისწინებით, ვინაიდან  მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი,  „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, პროევროპული საპროტესტო აქციების დროს 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს და პოლიციელთან დაკავშირებული პროვოცირებული ინციდენტისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება; ვინაიდან დრაკონული კანონმდებლობის მიღება, როგორიცაა უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და ცვლილებები მაუწყებლობის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და გრანტების შესახებ კანონებში, წარმოადგენს დემოკრატიული უკუსვლის სახიფათო დაჩქარებას და მიზანმიმართულ ავტორიტარულ სტრატეგიას „ქართული ოცნების“ მიერ,  კრიტიკული ოპოზიციისა და დამოუკიდებელი პოლიტიკური ხმების ჩასახშობად; იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედია საშუალებები; იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი საინფორმაციის სივრცე სრულად არის დაპყრობილი პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას; იმის გათვალისწინებით, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ხელისუფლებამ უგულებელყო პროცედურული დაცვის მექანიზმები, მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკისრა წინასწარი პატიმრობა, რაც  გაპროტესტებულია სახალხო დამცველის მიერ და დანიშნა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სისხლის სამართლის კვალიფიკაცია; იმის გათვალისწინებით, რომ იგი ისჯება კორუფციის გამოვლენისა და 2024 წლის არჩევნების დროს არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის; ვინაიდან, გავრცელებული ინფორმაციით, მან განიცადა არაადამიანური მოპყრობა და 38-დღიანი შიმშილობას მიმართა; ვინაიდან ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს პერსონალური სანქციები ქართველ მოსამართლეებსა და პოლიციელებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან მზია ამაღლობელის საქმესთან.მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავებების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი დევნის, ძალადობისა და გენდერული ძალადობის გამო; მოუწოდებს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციის ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარების შესახებ შეტყობინებებს; მოუწოდებს ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვისკენ; მოუწოდებს ევროკავშირს, გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ და აკონტროლოს მიმდინარე სასამართლო პროცესები; სინანულს გამოთქვამს, ევროკავშირის საბჭოს, წევრი ქვეყნებისა და ევროკომისიის მუდმივი უმოქმედობის გამო და იმეორებს წევრი ქვეყნებისადმი  თავის მრავალგზის მოწოდებას, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე; გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის ბოლოდროინდელი ტალღის გამო, რომელიც გამოწვეულია ზოგიერთი სახელმწიფო დაწესებულების მოთხოვნით, ისეთი როგორიცაა, ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ითხოვს ბოლო წელიწადნახევრის დეტალური ფინანსური, სამართლებრივი და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას სამ სამუშაო დღეში. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისი განზრახვით შეუსრულებელია და შესაბამისად, საფრთხეს უქმნის სამიზნე ორგანიზაციების მუშაობას და მათი საქმიანობის შეჩერებას; ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

„ჰეზბოლა“ – აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება

„ჰეზბოლა“ ისრაელსა და აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება.დაჯგუფება მხარდაჭერას უცხადებს ხამენეის და აცხადებს, რომ „ლიკვიდაციის მუქარები სულელური და უგუნურია“.„ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. უბრალოდ მათი გაჟღერებაც კი ასობით მილიონი მორწმუნის შეურაცხყოფაა და მათი, ვინც დაკავშირებულია ისლამთან. დღეს ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე და გაერთიანებული ვართ მის გარშემო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ „ჰეზბოლა“ არ ჩართულა ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში 13 ივნისს ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ. თუმცა, ლიბანურმა დაჯგუფებამ დაგმო ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები.

ბოლო სიახლეები