სამშაბათი, აპრილი 8, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში მივიდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში მივიდა. მოსალოდნელია, რომ ლიდერები განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ისრაელის ომს ღაზაში და ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს.

მანამდე, თეთრ სახლში დაგეგმილი იყო პრესკონფერენცია, რომელიც „სიენენის“ ინფორმაციით, გაუქმდა.

ეკონომიკის საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, კევინ ჰასეტმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა ორ ლიდერს შორის იქნება პირველი პირისპირ შეხვედრა უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან, რომელიც ახალ სატარიფო პოლიტიკას შეეხება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება არ შეესაბამება სიმართლეს“ - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა.აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

8 აპრილს ტემპერატურა დაიკლებს – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

8 აპრილს საქართველოში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დაიკლებს ტემპერატურაც.ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:გაგრა +14 - წვიმასოხუმი +15 - წვიმაზუგდიდი +13 - წვიმამესტია +8 - წვიმაფოთი +14 - წვიმაბათუმი +14 - წვიმაოზურგეთი +15 - წვიმაქუთაისი +13 - წვიმაამბროლაური +13 - წვიმაახალციხე +15 - წვიმაბორჯომი +11 - წვიმაბაკურიანი +9 - წვიმაგორი +17 - წვიმაცხინვალი +15 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +9 - წვიმაგუდაური +5 - წვიმათელავი +22 - წვიმარუსთავი +15 - წვიმათბილისი +22 - მოღრუბლული

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის მიერ გამოიყო განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი, ათი პროცენტი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სატარიფო გადასახადი საქართველოსაც შეეხო, საქართველო განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნების რიგშია, რომლებსაც დაბალი, ათპროცენტიანი სატარიფო განაკვეთი შეეხო.როგორც დავითაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, თუ აშშ-ის ახალი სატარიფო გადასახადები გრძელვადიანი მოცემულობა იქნა და ეს ინვესტორებმა დაინახეს, შესაძლოა, საქართველოში დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს.„ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რასაც შეიძლება, ყურადღება მივაქციოთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შემოიღო ახალი სატარიფო პოლიტიკა, მათ შორის, ყველა ქვეყანასთან მიმართებით და საქართველო არ არის გამონაკლისი. თუმცა, განსაკუთრებით მეგობრული ქვეყნები გამოიყო, სადაც ყველაზე დაბალი სატარიფო განაკვეთი, ათპროცენტიანი დაწესდა და საქართველო ზუსტად ამ ქვეყნების რიგშია. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი გვაქვს აშშ-ში ექსპორტის განხორციელების პირობებში. აშშ-თან ჩვენს სავაჭრო სტრუქტურას რომ შევხედოთ, დაახლოებით, საქართველოდან 150 მილიონ დოლარამდე პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება. აქედან დიდი ნაწილი ფეროშენადნობებზე მოდის. ეს 60 პროცენტზე მეტია. ამ შემთხვევაში, ფეროშენადნობებს ტარიფები არ ეხება. აქედან გამომდინარე, აქ არც უპირატესობა გვექნება და არც დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა პროდუქტები, რომლებიც ათი პროცენტით დაიბეგრება, მთლიანი დამატებითი ხარჯი, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იქნება, რაზეც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნულოვანია, არაფერს წარმოადგენს.როგორც ზოგიერთი ეკონომისტი აღნიშნავს, გარკვეული პოზიტიური ეფექტის მიღების შანსი აქ არის. მაგალითად, ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენგან ექსპორტირებული ათი პროცენტის რეჟიმში იბეგრება, ასეთია ღვინო, შეიძლება, უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს სხვა იმპორტულ ღვინოსთან მიმართებით. აშშ საკმაოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს ღვინოს ევროპიდან, ასევე ე.წ. ახალი სამყაროს ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, ათპროცენტიანი გადასახადი, არსებულ ოთხ პროცენტთან ერთად, ანუ ჯამში 14-პროცენტიანი გადასახადი, სხვა ქვეყნების 30-პროცენტიან გადასახადებთან შედარებით, უპირატესია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ეკონომიკურად წაახალისოს იგივე ღვინის ექსპორტი აშშ-ში. თუ გრძელვადიანი მოცემულობა იქნა ასეთი და ეს დაინახეს ინვესტორებმა, შესაძლოა, დამატებით ინვესტიციებს ველოდოთ საქართველოში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დონალდ ტრამპი – აშშ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით

აშშ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ჩვენ ვაწარმოებთ პირდაპირ მოლაპარაკებებს ირანთან და ეს უკვე დაიწყო. შაბათს გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვნახოთ, რა მოხდება. მგონი, ყველა თანხმდება, რომ შეთანხმების მიღწევა უფრო სასურველი იქნებოდა“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

კახა კახიშვილი – ვინაიდან თავად ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ოპოზიციის შექმნას აპირებს, შესაძლებელია ვისაუბროთ, რომ დაიწყებს ზრუნვას ოპოზიციაზე, რომელიც დღევანდელი „ქართული ოცნების“ ოპოზიცია...

ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები და შემდეგ უკვე დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე დასმულ კითხვას: „როგორ შეაფასებდით სამთავრობო ცვლილებებს და რამდენად შესაძლებელია კიდევ ველოდოთ არაერთ ცვლილებას“.კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა იმის გამო, რომ ადამიანები, ვისაც საკადრო ცვლილებები შეეხო, რეალურად „კეთილსინდისიერი, პროფესიონალი და სანდო ადამიანები“ იყვნენ.„ალბათ, გახსოვთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ არჩევნებამდე, სადაც მან ისაუბრა, რომ ოპოზიცია არ გვყავს და ოპოზიციის შექმნაზეც მე ვიზრუნებო. მე ასეთი წარმოდგენა შემექნა ამ გადაადგილებებით, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანებს მან სრულად მისცა „კარტბლანში“ ყველა რგოლის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამავდროულად, როდესაც ეს დასრულდება, ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები, შემდეგ უკვე დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია. ეს არის პირადად ჩემი აზრი იმიტომ, რომ სხვანაირად ახნას ვერ ვხედავ, რადგან ლილუაშვილს ვერ დაუწუნებ ვერც პროფესიონალიზმს, ვერც კეთილსინდისიერებას, ვერც ადამიანობას და ვერც სანდოობას. იგივე რიჟვაძეც, 6 თუ 7 წელი იყო იმ თანამდებობაზე. ის რომ იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გახლდათ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე იმ რეგიონში. ფაქტობრივად, ყველა საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტში დეპუტაციას, უმაღლეს საბჭოში თუ სხვადასხვა თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, რიჟვაძის ფილტრს გადიოდა. გამოდის, რომ რაღაც კრიტიკა მათ მიმართ იყო და ამ კრიტიკამ გამოიწვია ის, რომ „თქვენ თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გააკეთოთ, აი, ბატონო, გააკეთეთ და ვნახოთ ყველამ ერთად, როგორ აკეთებთ“. მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს მოსაზრებებს. ვინაიდან ვარ ასოცირებული „ქართლ ოცნებასთან“, მაყურებელმა არ ჩათვალოს, რომ ეს შიდა ინფორმაციაა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.კახა კახიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პარტია დატოვოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმაც და მისი ადგილი კობახიძემ დაიკავოს.„ჯერჯერობით პირველი ეტაპია ბატონი ირაკლისთვის და მისი გარემოცვისთვის ხელისუფლების ჩაბარების. ადამიანები, რომლებიც წლები იყვნენ „ქართულ ოცნებაში“ და კარგად თუ ცუდად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს და ასოცირდებოდნენ „ქართულ ოცნებასთან“, მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც ასოცირდება ქართული ოცნების“ თანათავმჯდომარესთან, დარჩნენ ისე... ამავდროულად ძალიან მკაფიოდ მახსოვს მისი სიტყვები ბოლო ინტერვიუში, სადაც მან თქვა, რომ აუცილებლად თავად იზრუნებს ნამდვილ ოპოზიციაზე და მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, ნელ-ნელა ერთ ცენტრში მოხვდებიან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკადრო ცვლილებით არ დასრულდება, ალბათ, მოვა დრო და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც წავა „ქართული ოცნებიდან“, პარტიის თავმჯდომარის ადგილიც გათავისუფლდება და მას, ალბათ, ბატონი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. „ქართული ოცნება“ როგორც პარტია, როგორც ხელისუფლების მმართველი ძალა და ა.შ. იქნება თავიდან ბოლომდე ბატონი ირაკლი კობახიძის. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ კობახიძისთვის გადალოცილია“, - განაცხადა კახიშვილმა.

ბოლო სიახლეები