ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის წინ სურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მაკრონს პირობა წაუყენა, უარი უნდა ეთქვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმაზე. მოთხოვნას საფრანგეთის პრეზიდენტი არ დათანხმდა.
ცნობისთვის, ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა დადეს პირობა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ.