ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერი ლიზა ქისტაური მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი ქისტაურის შეყვარებულია.
ორივე მათგანი 26 დეკემბრის შემდეგ გაუჩინარებული იყო.
დედამ შვილის ნაწამები ცხედარი უკვე ამოიცნო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.
„საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.