ხუთშაბათი, სექტემბერი 18, 2025

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისშია

ბელარუსის პრეზიდენტმა ალესანდრე ლუკაშენკომ თბილისში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ლუკაშენკო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელებენ. ისინი ასევე განიხილავენ პროდუქციის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას, საერთო საწარმოების გახსნის შესაძლელობებს, თანამშრომლობას სამეცნიერო, სამედიცინო და განათლების სფეროებში.

ლუკაშენკო და მარგველაშვილი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო კონტაქტებზე, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი მარგველაშვილს და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

ლუკაშენკოს თბილისში ყოფნის დროს საქართველოს დედაქალაქი მინსკის დღეებს უმასპინძლებს. გაიმართება ერთობლივი ბიზნესფორუმი. დაგეგმილია რამდენიმე კულტურული და სპორტული ღონისძიება. ასევე გაიმართება მინსკში დამზადებული პროდუქციის გამოფენაც.

ლუკაშენკო ბოლოს საქართველოში 2015 წლის 22-24 აპრილს ეწვია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს

ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება საკმაოდ ხისტი, თუმცა, მგონია, რომ პრაგმატული გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება, ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი და ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, ამ ნაწილში სიმკაცრე საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს.„ამერიკელი აქტივისტის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთნაირი რეაქციები ჰქონდათ ქართველ და ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს – ზიზღი, ფაქტის მოწონება, სიხარულის გამოხატვა, სიცილი ამასთან დაკავშირებით. ახალგაზრდა, 31 წლის კაცი მოკლეს და ადამიანებს, ქართველ ე.წ. ლიბერალებს, ისევე როგორც ამერიკელ ე.წ. ლიბერალებს, ეს ყველაფერი გაუხარდათ. ეს ძალიან შემაშფოთებელია და საქართველოშიც ეს ყველაფერი ინერგება ზუსტად იმავე ძალების მიერ, რომლებიც მოქმედებენ აშშ-ში. ეს არის ე.წ. დიფ სთეითი. ისინი ხელოვნურად ცდილობენ, ჩანერგონ სიძულვილი ქართულ საზოგადოებაში, თუმცა მათი წარმატება არის ძალიან შეზღუდული. რა წარმატებასაც მიაღწიეს და რა მცირე სიძულვილის კერებიც გააჩინეს, ესეც უკვე შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სიძულვილის კერები მაქსიმალურად ჩავაქროთ ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, ეს საკმაოდ ხისტი, თუმცა, მგონია, რომ პრაგმატული გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება, ექსტრემიზმს ჰქონდეს ასეთი გასაქანი ამა თუ იმ საზოგადოებაში. ჩვენც მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ. ეს სიმკაცრე საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! – სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

გაგაცნობთ, სიახლეს, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს:„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავის და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია:უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით;ვებგვერდის მეშვეობით;მობილური აპლიკაციის საშუალებით.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ გაუტანა

ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლის სეზონის ძირითადი ეტაპის პირველი ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ბერგამოს „ატალანტას“ კარში გაიტანა და „პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.აღნიშნული გოლი ქართველი ფეხბურთელისთვის მეექვსეა ჩემპიონთა ლიგაზე.შეხვედრაში პირველი გოლი მარკინიოსის ანგარიშზეა, კაპიტანმა „პარი სენ-ჟერმენი“ მე-3 წუთზე დააწინაურა.

ანი წითლიძე – მშვიდად და ნარნარად დაემხობა ეს რეჟიმი, „ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია, ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს

მშვიდად და ნარნარად დაემხობა ეს რეჟიმი, „ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია, ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია, – ამის შესახებ პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.ანი წითლიძის თქმით, ერთადერთი, რაც ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციაა.„„ქართულმა ოცნებამ“, ლევან ხაბეიშვილის დაჭერით, თავად აღიარა ლევან ხაბეიშვილი რევოლუციის ლიდერად. ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ რეალობა არის სხვა. რეალობა არის ის, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორები არიან პაატა ბურჭულაძე და „რუსთაველის გამზირი“. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება 4 ოქტომბერს ამ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას. მე ჩართული ვარ და ჩავერთვები ნებისმიერ ინიციატივაში, რომელიც რუსული რეჟიმის დამხობაში მიიღებს მონაწილეობას. მე გეგმას ნამდვილად ვერ გეტყვით. გეტყვით, რომ 4 ოქტომბერი არის 70 პროცენტით შემდგარი ფაქტი. ის 30 პროცენტი, რაც საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას გულისხმობს რეჟიმის დასამხობად 4 ოქტომბერს, აი, მშვიდად და ნარნარად რომ დაემხობა ეს რეჟიმი, ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს“, – განაცხადა ანი წითლიძემ.წითლიძის თქმით, 4 ოქტომბერს იქნება „ვარდების რევოლუციის“ მსგავსი რევოლუცია.„როგორც „ვარდების რევოლუცია“, ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დაშავებულა, მშვიდად და წყნარად. „ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია. ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია“, – განაცხადა წითლიძემ.ამასთან, როგორც წითლიძემ აღნიშნა, სპეცრაზმი ის სპეცრაზმი აღარ არის, რომელიც არბევდა მოქალაქეებს.„იმიტომ, რომ ხარება აღარ არის და, ხარებასთან ერთად, ის სპეცრაზმიც აღარ არის. შესაბამისად, ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ბრძანების გამცემი ჰყავდეთ შსს-ში. ამ სპეცრაზმის რაოდენობაც არ არის ამოწურვადი, ოთხი-ათამდე ადამიანზეა რეალურად საუბარი. მათ უნდა იცოდნენ, რომ, ბიჭებო, როგორი ბრძანებაც არ უნდა მიიღოთ და როგორი ბრძანებაც არ უნდა მოგცეთ თქვენ რუსულმა რეჟიმმა, იცოდეთ, რომ, ყველა სხვა აქციებისგან განსხვავებით, სადაც თქვენ უმოწყალოდ არბევდით საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, დაიცვან საკუთარი თავი“, – განაცხადა წითლიძემ.შეკითხვაზე, როგორია მათი მოლოდინი 4 ოქტომბერს და რამდენად მასშტაბურ შეკრებას ელოდებიან, რადგან, როგორც პაატა ბურჭულაძემ თქვა, ის ელოდება 200-300 ათას ადამიანს, ანი წითლიძემ აღნიშნა, რომ მისი მოლოდინიც მსგავსია.„ჩემი მოლოდინიც არის მსგავსი. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არანაირი 4 ოქტომბრის არჩევნები არ არსებობს. ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს, ეს არის ფარსი და არის რუსული სპეცოპერაცია. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, ეს 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციაა. ნურავინ ნუ მივა საარჩევნო უბანთან, ნუ მივლენ და ნუ შეეცდებიან, „გააპრავონ“ რუსული სპეცოპერაცია. რუსთაველზე 16:00 საათზე არის რეალური ცვლილების შანსი. საქართველოს 200 ათასი მოქალაქე რომ იდგა და იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, იმაზე ნაკლები ადამიანი არ უნდა იყოს 4 ოქტომბერს, რათა იმავე დღეს შევძლოთ ამ რეჟიმის დასრულება. დარწმუნებული ვარ, იქნება ეს რაოდენობა. ხელისუფლებას გადაიბარებენ საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანი რევოლუციით. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებით გადაწყვეტენ, ვის უნდათ, რომ ეს ხელისუფლება ჩააბარონ“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

„პატრიოტიზმი, პირველ რიგში, ადამიანის პატივისცემაა — ქართული ღვინო, ორი პაკისტანელი კურიერი სველი ქურთუკით და ქართული ოჯახის ღირსეული ქმედება.“

წვდიმდა. გლოვოთი გამოვიძახეთ ქართული ღვინო. შეკვეთა მოიტანა ორმა პაკისტანელმა. ღვინის ბოთლები რომ მომაწოდა, ტიპს შევხედე და წვეთავდა. - საწვიმარი არ გაქვს, მეთქი? - არა, მაგრამ არაუშავს, არ მცივაო. (უცნაური ინგლისურით მიპასუხა) გამოვუტანე ჩემი წყალგაუმტარი თერმო ქურთუკი, ჯერ პირდაპირ მის სველ ჟაკეტზე ჩაცმა დაიწყო. - ეგ გაიხადე და ისე ჩაიცვი - მეთქი. გაიხადა და შიგნით მაისურიც გასაწური ეცვა. გამოვუტანე მაისური. ახლა ამ მაისურის გადაცმა დაიწყო სველზე. მერე ისიც გაიხადა, მშრალი მაისური ჩაიცვა და წყალგაუმტარი ქურთუკი მოიცვა. მის გვერდით იდგა მეორე პაკისტანელი, იგივენაირი გაჟღენთილი ჟაკეტით და ცელოფანში გახვეული მობილური ტელეფონით (ეშინოდა, არ დასველებოდა ის ერთადერთი მოწყობილობა, რომლითაც 2 კაპიკს გამოიმუშავებდა თავისი ოჯახიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის მოშორებით) ვკითხე: - შენი წყალგაუმტარია - მეთქი? - კი, კი, მე არ მცივაო. ხელი მოვკიდე და წურწურით გაუვიდა წყალი. იმასაც გამოუტანა ანიკამ ლუკას ქურთუკი. - დიდი მადლობა-ო, მითხრა ქართულად. - არაფრის, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ- მეთქი. ამ დროს ის ამერიკელი მეგონა თავი, რომლის კართანაც ახლა ქართველი ემიგრანტი დგას, დორდეშის ჩანთით და იმედით, რომ თვის ბოლოს სახლში 2 კაპიკს გამოაგზავნის. ვერავინ დავუდგებით საკუთარ თავს თავდებად, რომ ხვალ ხიზნებად და ლტოლვილებად არ ვიქცევით უცხო მიწაზე, მაგრამ სანამ არ ვართ, ერთი მარტივი პრინციპით ვიცხოვროთ: მოვექცეთ სხვებს ისე, როგორც გვინდა, რომ გვექცეოდნენ. პ.ს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ვიდეოს ვაზიარებ ის არის, რომ არაერთი ვიდეო შემხვედრია, სადაც ჩამოსულ პაკისტანელებს და ბანგლადეშელებს აბულინგენენ, ხან ენის არ ცოდნის და ხან ცუდად მოტანილი შეკვეთის გამო და თან ამ ყველაფერს ფუთავენ პატრიოტიზმად. თუ ვინმე ავრცელებს სიმახინჯეს და ამით სიმახინჯის მაგალითს აძლევს სხვას, მორალური ვალდებულება გვაქვს, რომ უკეთესი მაგალითი ვიყოთ როგორც ქართველის, ისე ადამიანის. პატრიოტიზმი არ არის სხვების სიძულვილი. პატრიოტიზმი ჯერ ადამიანის (როგორც ღვთის მსგავსის) პატივისცემა და შემდეგ საკუთარი ქვეყნის სიყვარულია. ვსხვედვართ ახლა მე და ანიკა, ვწრუპავთ ქართულ ღვინოს და ღვინოსაც სხვანაირი, ქართულო გემო აქვს (მიუხედავად იმისა რომ დიდი ალბათობით სუფთა წვენი შეიძლება არც იყოს''-წერს გიორგი გოგეშვილი

ბოლო სიახლეები