ირანულმა რაკეტამ ბაჰრეინის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა.
„სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ბაჰრეინის მთავრობა ავრცელებს.
„ირანის სარაკეტო დარტყმის შემდეგ BAPCO Energies-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, დაშავებულები არ არიან და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა გრძელდება. ამჟამად ზარალის შეფასება მიმდინარეობს“,- ნათქვამია ბაჰრეინის მთავრობის განცხადებაში.

