როცა ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს 12 პუნქტის შესრულება და კანდიდატობის სტატუსის მიღება, ის შერჩევითობით არის დაკავებული – წინაპირობებს უყენებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინ უნდა ესწრებოდეს და ვინ არა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„არასამთავრობო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია და ეს 12-პუნქტიან რეკომენდაციაშიც ნახსენებია. ვპროგნოზირებ, რომ ძალიან მალე „ქართული ოცნება“ ამ სამუშაო ჯგუფებშიც მარტო დარჩება“, – განაცხადა დოლიძემ.