შოვის ტრაგედიის გარშემო უამრავი ადამიანი გაერთიანდა, და ვისაც როგორ, რა ფორმით შეუძლია, ჩართულია მოხალისეობრივ საქმიანობაში.
ფეისბუქ გვერდი ,,თათები” სოციალურ ქსელში ახალგაზრდა კაცის ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,ბაჩის უნდა იცნობდეთ. ეს ბიჭი დაგვატარებს ხოლმე მე და თიკოს ჩვენი ცხოველებით.
ორი დღეა შოვი – თბილისი გზაზეა გადებული მანქანით და ფიზიკურად გვეხმარება დახმარების გადატანა-გადაზიდვაში.
საწვავის ღირებულების გარდა კაპიკი არ გამოგვართვა ეს დღეებია და მთელი სამუშაო დღეები დაგვითმო.
ყველა იმ ფორმით ვართ ჩართული. როგორც შეგვიძლია. ბაჩი, ჩვენი გმირი ხარ”, – წერს გვერდი ,,თათები” სოციალურ ქსელში.