“[გიორგი ბაჩიაშვილის] ცემის ფაქტი, ისევე როგორც სხვა ცემის ფაქტები, რომელიც მომრავლდა ჩვენს რეალობაში მეტყველებს ერთ რამეზე, რომ დღეს ქართლი სახელმწიფო არ გვაქვს,” – ამის შესახებ GEOCASE-ის დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
მან თანადგომა გამოუცხადა გიორგი ბაჩიაშვილს და აღნიშნა, რომ ის არის მაღალი კომპეტენციის, ეთიკური ნორმების მქონე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სანიმუშო სტანდარტით ერთგულებისა და ლოიალურობისა საქმისადმი და საქმიანი ინტერესებისა და პრინციპებისადმი.
“ცემის ფაქტი, რომელიც მომრავლდა ჩვენს რეალობაში მეტყველებს ერთ რამეზე – დღეს ქართლი სახელმწიფო ჩვენ არ გვაქვს. ქართულმა სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა ეროვნულ სახელმწიფოებრიობის კლასიკური გაგების თვალსაზრისით.
მე გიორგისთან ერთად ვმუშაობდი ერთ ცნობილ საქმეზე. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში, რაზეც ბატონი ივანიშვილი ბატონ ბაჩიაშვილს ედავება, მაგრამ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც გიორგი ბაჩიაშვილთან მაკავშირებს, ის არის მაღალი კომპეტენციის მქონე ადამიანი, მაღალი ეთიკური ნორმების მქონე ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სანიმუშო სტანდარტით ერთგულებისა და ლოიალურობისა საქმისადმი და საქმიანი ინტერესებისა და პრინციპებისადმი, ამიტომ თანადგომა გიორგის და მაქსიმალური სოლიდარობა მას ადამიანური პროფესიული და მოქალაქეობრივი”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მან ასევე “ქართული ოცნების” პოლიტიკა შეაფასა და ის პროცესები, რაც დღევანდელ რეალობაში მიმდინარეობს.
“რამდენიმე განცხადება მოვისმინე “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან, რომ ვიღაცამ ქვეყანა უბედურებას ააცდინა და საუბარია მითურ „მეორე ფრონტზე და “გლობალური ომის პარტიაზე”. ჩემი აზრით, ამ სისტემამ გაცილებით მეტ უბედურებაში გაახვია [ქვეყანა] და არა ააცდინა – ეს არის ქართული სახელმწიფოს მოსპობა და მისი თანმიმდევრული განადგურება. მთავარი იმპერატივი, რაც ქართველ ერს სჭირდება, არა მარტო საკუთარი იდენტობის შესანარჩუნებლად, არამედ განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის.
პროცესები, რომელიც “ოცნების” წიაღში მიმდინარეობს, სხვა გაგრძელებას ვერ პოვებდა, რადგან ისეთ პრინციპებზეა დაფუძნებული, რომელსაც არაფერი სწორ მართვასთან, სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან, ეროვნულ დღის წესრიგთან არა აქვს, ამიტომ ის, რომ დღეს შიდა გარჩევებს აქვს ადგილი, ბუნებრივია”, – განაცხადა ყიფიანმა.