ბაშარ ასადი სამხედროებს შეხვდა. სოციალურ ქსელებში ფოტოებიც გავრცელდა.
10 მარტს ცნობილი გახდა, რომ სირიის ჯარმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას დიდი ნაწილი დაიკავა.
სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში 18 თებერვლიდან დღემდე ავიადარტყმებსა და სარაკეტო დარტყმებს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აღმოსავლეთ ღუტაში ქიმიური თავდასხმა მოხდა.
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია 24 თებერვალს მიიღო, თუმცა შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების განკარგულება გასცა. რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაზე ვლადიმერ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა იმსჯელეს.
აღმოსავლეთ ღუტა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.