აზერბაიჯანის დედაქალაქი 16-18 თებერვალს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე 20 ქართველი ძიუდოისტი (14 კაცი, 6 ქალი) იასპარეზებს.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ბაქოს გრანდ სლემზე:
60 კგ – თემურ ნოზაძე, ამირან დარბაისელი.
66 კგ – თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოთიაშვილი.
73 კგ – მიხეილ ბახბახაშვილი, ლუკა კაპანაძე.
81 კგ – კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი.
90 კგ – აკაკი ჯაფარიძე, ბაქარ ერაშვილი. 100კგ- ილია სულამანიძეს, ონისე სანებლიძე.
+100კგ – გურამ თუშიშვილი, შალვა გურეშიძე.
57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი,ნინო ლოლაძე. 63კგ- რეგინა უთნელიშვილი .
70 კგ – ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია. +78 კგ- სოფიო სომხიშვილი.
16 თებერვალს მედლები კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. ფინალური ბლოკი შეჯიბრების სამივე დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ.) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.