ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად გახსნილია. ახლა ყურადღების ეპიცენტრშია ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი, სადაც 45 ქვეყნის ათასამდე სპორტსმენი რვა სახეობაში შეეჯიბრება ერთმანეთს, მათ შორის იქნებიან ქართველი მონაწილეებიც, რომლებიც სამ სახეობაში იასპარეზებენ. გახსნის ოფიციალური ცერემონია ცოტა ხნის წინ დასრულდა ბაკურიანში – ეს იყო ქართული ტრადიციული ელემენტებით დატვირთული სანახაობა და კულმინაცია – სპორტსმენების აღლუმი ხორუმის ფონზე, რისთვისაც სპეციალურად 30 წუთიანი მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა. ცერემონიას საქართველოს მთავრობის მეთაური, პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი დაესწრნენ.
https://www.facebook.com/watch/?v=1121062146465577&t=44