ევროკავშირის მხრიდან ჩვენ განვახორციელეთ ზოგიერთი ქმედებები, რაც მოიცავს სავიზო რეჟიმის ცვლილებებს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ მოგზაურობას ევროკავშირში უვიზოდ მათი დიპლომატიური სამსახურის პასპორტებით, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან მიზანმიმართული მოქმედება.
„ევროკავშირმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარება არ იქნება მიმართული მთავრობასთან დაკავშირებული საქმიანობისკენ ან სააგენტოებისკენ. სამწუხაროდ, ისინი, ახლა რასაც ვხედავთ, პატივს არ სცემენ ხალხის ნებას, ევროპული მომავლის, თბილისის ქუჩებში დემონსტრაციების თვალსაზრისით. მთავრობის რიგი წარმომადგენლები, ვინც ჩაახშო ეს მშვიდობიანი პროტესტები, თავს დაესხა ჟურნალისტებს, ჩვენ ლატვიაში ჩავსვით სიაში. სიაში მოხვედრილი ადამიანები ვერ შეძლებენ შემოსვლას ლატვიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, არის ზეწოლა, მაგრამ ასევე ცხადად არის ღია კარი ევროპული მომავლისთვის, მოსახლეობის ნების პატივისცემის შემთხვევაში“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.